გურია გურული მხედრები ამერიკაში 2018, 25 ნოემბერი, 16:24 ![]()
ყველაფერი კი ბათუმში ინგლისელი იმპრესარიო თომას ოლივერის ჩამოსვლით დაიწყო. ოლივერს სურდა კაზაკი ცხენოსნები წაეყვანა ამერიკაში საცხენოსნო შოუში მონაწილეობის მისაღებად. ინგლისის საკონსულოში მან ლანჩხუთელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო და მისგან შეიტყო, რომ კაზაკების ცხენოსნობა არაფერი იყო გურულების ჯირითთან შედარებით.
შეიკრიბა ჯგუფი 18-25 წლამდე ასაკის 10 კაცისგან, რომელსაც ბახველი ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა. ეს იყო ქართველთა პირველი ჯგუფი აშშ-ში და მასში შედიოდა ამერიკაში სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი (აშშ-ში პრინცის სახელით ცნობილი). 30 წლის განმავლობაში, აშშ-ში გურული მოჯირითეები ქართული ტრადიციული სამოსით, ჩოხით გამოდიოდნენ, თუმცა მათი ქართველობის შესახებ მაშინ არავინ არაფერი იცოდა. “ველური დასავლეთის” შოუს ორგანიზატორები თავიდანვე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გურულ მხედართა ნამდვილ ვინაობას და გურულ მოჯირითეებს ხან რუს კაზაკებად, ხან რუსეთის კავკასიის კაზაკებად, ხან კი კავკასიელ ებრაელებად მიიჩნევდნენ. ![]() 2177 3-ს მოსწონს
|