ქალი და მამაკაცი 7 საინტერესო ფაქტი ქალის სხეულის შესახებ 2018, 22 ნოემბერი, 10:07 ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი სხეულის გარკვეული ნაწილებითა თუ ფიგურით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი ათჯერ ათვალიერების შემდეგ შეუძლია წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი იპოვოს საკუთარ გარეგნობაში. თუმცა, გარეგნობის მიუხედავად, ქალი გაცილებით ამტანია, ვიდრე მამაკაცი და ამ ფაქტზე მრავალჯერ ისაუბრეს ექსპერტებმა.
მოდით, ერთად გადავხედოთ იმ 7 ფაქტს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქალს და ეს ყველაფერი მამაკაცთან შედარებითია. 1. ქალის კისერი გაცილებით მოძრავია, ვიდრე მამაკაცის. თუ ხართ დაკვირვებული ფაქტს, რომ დაძახებაზე ქალი უფრო სხარტად იხედება და თან მხოლოდ კისრის მოძრაობით, მამაკაცი კი უფრო მდორედ და მთლიანი სხეულის შემობრუნებით. აღნიშნული ფაქტი განპირობებულია კუნთების სტრუქტურით, რომელიც ქალებში გაცილებით ელასტიურია. 2. ქალებს უფრო კარგი სმენა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს ფაქტი ევოლუციური პროცესის შედეგია. ქალების სმენა უფრო მგრძნობიარეა ხმაურის მიმართ და ქალს, ხმაურიანი მუსიკის მიღმაც შეუძლია ბავშვის ტირილის გარჩევა, რაც მამაკაცისთვის სრულიად შეუძლებელია. 3. ერთი მკერდი დიდია მეორეზე. სრულიად სიმეტრიული მკერდი, არც ერთ ქალს არ აქვს, ერთი ყოველთვის დიდია მეორეზე, თუმცა ზოგის შემთხვევაში ეს ასიმეტრია აშკარა და შესამჩნევია, ზოგის შემთხვევაში კი, უმნიშვნელო. 4. ქალი უფრო რაციონალურია... საზოგადოების აზრით, ქალები უფრო მგრძნობიარეები და ემოციურები არიან, მამაკაცები კი უფრო რაციონალურები, თუმცა რეალობა სრულიად საპირისპიროა. ტვინის ქერქის სისქე განსაზღვრავს ინტელეტს და კოგნიტიურ თამაშებსა და სხვადასხვა ტესტებში მონაწილეობის შემდეგ, სწორედ ამ ქერქის სისქით დადგინდა ტვინის აქტივობა. ქალების ტვინში ეს ქერქი გაცილებით სქელია, ვიდრე მამაკაცებში. 5. ცელულიტი- ეს ნორმაა. ცელულიტი, სამედიცინო ტერმინი არ არის და არც ქალის სიმსუქნის ამსახველი. სტატისტიკურად, მხოლოდ ყოველ მეორმოცე ქალს არ აქვს ცელულიტი, სხვას - ყველას. 6. ქალები უფრო მალე თვრებიან. ქალების ქსოვილებში გაცილებით ნაკლები წყალია, ვიდრე მამაკაცების ქსოვილებში, ამიტომ ქალები უფრო მალე თვრებიან, ვიდრე მამაკაცები, რადგან ქალის ორგანიზმში ალკოჰოლის განეიტრალება ვერ ხდება და ის ადვილად აღწევს სისხლში და თრობის შედეგიც არ აყოვნებს. 7. ქალები უფრო მიჯაჭვულები ხდებიან სხვა ადამიანზე, ვიდრე მამაკაცები. ქალებში ოქსიტოცინის მაღალი დონე განაპირობებს ამ ფაქტორს. ოქსიტოცინი, ე.წ სიყვარულის ჰორმონია. სწორედ ეს ჰორმონი, რომელიც ჭარბადაა ქალში, იწვევს მის სხვა ადამიანის მიმართ მიჯაჭვულობას; სწორედ ეს ჰორმონი აძლიერებს დედა-შვილს შორის ურთიერთობას და ქმნის კავშირს ძუძუთი კვების დროს. იხილეთ აგრეთვე: ქალის სხეულის ნაწილები, რომლებიც მათ არ მოწონთ, მამაკაცები კი აღმერთებენ ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ! 7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ - შეამოწმეთ! მამაკაცის სხეულის 6 ნაწილი, რომლებზე შეხებით გაიზრდება არა მხოლოდ მისი განწყობა +15 რატომ ჭირდება ქალს მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცს? ის, რაც აქამდე არ იცოდით 25 ყველაზე უჩვეულო ფაქტი ქალის სხეულზე აქამდე შეუმჩნეველი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის რით განსხვავდება ბრძენი ქალი ჭკვიანისგან 1901 13-ს მოსწონს |
ამიტომაა აუცილებელი სპორტით დაკავება, საუბარია მსუბუქ ვარჯიშებზე.