საზოგადოება მეგან მარკლის ყველაზე ეროტიკული სცენები ფილმიდან "ფორს-მაჟორი" 2018, 26 ოქტომბერი, 11:36 პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ დაანონსებულ ქორწინებას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ თემას არაერთი სტატია მიეძღვნა.
მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში, 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 18 წლის მარკლმა ილინოისის უნივერსიტეტში თეატრის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსზე ჩააბარა. კარიერის დაწყებამდე კი ბევრს შრომობდა და მიმტანადაც კი მუშაობდა. მსახიობი, მწერალი, საკუთარი ონლაინ-ჟურნალის The Tig -ის მთავარი რედაქტორი (ჟურნალი უკვე დაიხურა, მიზეზი პრინც ჰარისთან ქორწინებისთვის მზადება გახდა), საკუთარი ხელნაწერებითაც შოულობდა ფულს, განსხვავებული კალიგრაფიის წყალობით, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს აფორმებდა. ტელევიზიით პირველად 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც სამედიცინო დრამა General Hospital-ში გადაიღეს. მას შემდეგ, მან არაერთი კინოროლი შეასრულა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა რეიჩელ ზეინის როლმა (ამერიკულ დრამა Suits-ში) მოუტანა. მეგანმა პირველად 2011 წელს პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იქორწინა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. დაშორების მიზეზი სერიალ Suits-ში გადაღება გახდა, რადგან მეგანს ტორონტოში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე არაა კმაყოფილი შვილიშვილის არჩევანით და იმასაც ამატებენ, რომ მას აქვს ამის მიზეზი. მეგანი 2011 წლიდან სერიალ "ფორს-მაჟორში" თამაშობდა, სადაც არაერთი თამამი და ეროტიკული სცენა აქვს შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ნიშნობამდე მიატოვა მან გადაღებები და სრულიად კარიერა, დედოფლის გულის მოსაგებად, ეს მიზეზი საკმარისი არ აღმოჩნდა. გთავაზობთ მეგანის სექსუალური სცენების ამსახველ კადრებს აღნიშნული ფილმიდან. ახლა, ალბათ გასაგებია თუ რატომ "ვერ იტანს" დედოფალი შვილიშვილის მეუღლეს. 5500 12-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com