ქალი და მამაკაცი ქალის სხეულის ნაწილები, რომლებიც მათ არ მოწონთ, მამაკაცები კი აღმერთებენ 2018, 19 ოქტომბერი, 10:52 ქალები ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი სხეულის გარკვეული ნაწილებითა თუ ფიგურით. ყველაზე მიმზიდველ ქალსაც კი ათჯერ ათვალიერების შემდეგ შეუძლია წუნი დასდოს და გარკვეული ხარვეზი იპოვოს საკუთარ გარეგნობაში - ვაიმე, რა მოკლე თითები მაქვს, არადა ოდნავ გრძელი რომ ყოფილიყო... რა უბედურებაა, ზოგს ასკდება, მე კი მკერდი არ მაქვს; ფეხის სიგრძე არ მაწყენდა (ზომა არ იგულისხმება) და კიდევ რამდენი, მსგავსი ფრაზა ისმის მათგან და ალბათ ბევრმა თავიც ამოიცნო. თუმცა, სჯობს არ დაღონდეთ, რადგან მამაკაცებს ამაზე განსხვავებული შეხედულება აქვთ და რამდენიმე ნაწილს, რომლებიც ქალებს არ მოწონთ საკუთარ სხეულში, სექსუალურსაც კი ეძახიან.
ქალის სხეულის ნაწილები, რომლებიც მათ არ მოწონთ, მამაკაცები კი აღმერთებენ1. ქუსლები გაგიკვირდებათ და მამაკაცებს ძალიან მოწონთ, როდესაც ქალის ფეხები და განსაკუთრებით "ნაფეხურის" არე საოცრად მოვლილია. ლამაზი მოყვანილობის ქუსლი და თითები, ქალის სხეულში მათ განსაკუთრებით მოწონთ. 2. ხელები. სუფთა, სურნელოვანი, რბილი და მანიკურით შელამაზებული (თითები) ხელები, ასევე განსაკუთრებით მოწონთ მამაკაცებს. 3. თითები. გასაკვირი არაა, რადგან 10-დან 8 მამაკაცი ქალს პირველ რიგში თითებზე აკვირდება. 4. ზურგი. მამაკაცს მიაჩნია, რომ ქალის ლამაზი ზურგი მისი სექსუალურობის სიმბოლოა. 5. ოდნავ მომატებული წონა. მილიონობით მამაკაცი, სრულყოფილ, ნორმალური წონის ქალბატონებს ანიჭებენ უპირატესობას. სამოდელო პარამეტრების გოგონები, მათ უმრავლესობას საერთოდ არ მოწონს. 6. მკერდი. აქ კი აზრი ორად იყოფა: მამაკაცის გარკვეულ ნაწილს მოწონს დიდი, ხოლო გარკვეულ ნაწილს კი მცირე ზომის მკერდი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს თავისი შემფასებელი და მომწონებელი ყავს. P.S. ასე, რომ იმას მოუარეთ სათანადოდ, რაც ბუნებამ გარგუნათ და იამაყეთ საკუთარი გარეგნობით, რადგან ულამაზო ქალი, არ არსებობს! იხილეთ აგრეთვე: 7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ - შეამოწმეთ! ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ! მამაკაცის სხეულის 6 ნაწილი, რომლებზე შეხებით გაიზრდება არა მხოლოდ მისი განწყობა +15 დეტალები, რომლებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცები ქალში - გაითვალისწინეთ! 6 რამ, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ქალში მამაკაცებს ქალის ქცევები, რომლებიც მამაკაცებს ძალიან იზიდავს 6190 12-ს მოსწონს
|