სხვა სომხეთის დროშების ევოლუცია 2018, 16 ოქტომბერი, 21:32 ![]() სომხეთის სახელმწიფო დროშა - "სომხური სამფერა" შედგება სამი ჰორიზონტალური სხვადასხვა ფერისგან: (ზემოდან) წითელი, ლურჯი და მუქი ყვითელი. სომხეთის უმაღლესმა საბჭომ დროშა დაამტკიცა 1990 წლის 24 აგვისტოს. დღევანდელი დროშის გარდა არსებობს სხვა სომხური დროშებიც რომლებიც გამოყენებაში იყო სხვადასხვა დროსა და საუკუნეში. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს: არტაშესიანების დინასტიის დროშა ძვ.წ.აღ-მდე 189 - 1 წლები. ![]() არშაკუნიანების დროშა 52 - 428 წლები. ![]() ანისის სამეფო (ბაგრატიდების დინასტია) 885 - 1045 წლები. ![]() კილიკიის სომეხთა სამეფო (რუბენიანების დინატია) 1198 - 1219 წლები. ![]() ხაჩენის სამთავრო 1214 - 1261 წლები. ![]() კილიკიის სომეხთა სამეფო (ჰეთუმიანების დინასტია) 1226 - 1341 წლები. ![]() შემდეგ იყო დიდი წყვეტა მე-19 საუკუნემდე თითქმის. მე-19 საუკუნის საფრანგეთის სომეხთა დიასპორის დროშა. ![]() მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის სომხური დიასპორის დროშა. ![]() 1915 - 1918 წლების დასავლეთ სომხეთის ადმინისტრაციის დროშა. ![]() სომხეთის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის შექმნის პროცესში ერთი ძალიან საინტერესო დროშის ალტერნატივაც განიხილებოდა. ცნობილი სომეხი მხატვრის მარტიროს სარიანის დიზაინით შექმნილი დროშა, რომელსაც მთელი მსოფლიო ცისარტყელის დროშად იცნობს (სიამაყის დროშა, თავისუფლების დროშა - შეიქმნა 1978 წელს ჟილბერტ ბეიკერის მიერ). ![]() მაგრამ შემდეგ არჩევანი შეჩერდა დღევანდელ დროშასთან იდენტურ, პირველი სომხეთის რესპუბლიკის დროშაზე. სომხეთის პირველი რესპუბლიკა 1918 - 1922 წლები. ![]() საბჭოთა სომხეთის დროშა 1952 - 1990 წლები. ![]() ეს კი სომხეთის დროშები სრული სახით. ![]() 305 2-ს მოსწონს
|