
გუშინ, 27 სექტემბერს ბაღდადში მოკლეს ცნობილი მოდელი და სილამაზის დედოფალი, "მის ერაყი-2015" ტარა ფარეზი(Tara Fares), ინფორმაციას ტელეარხი Kurdistan 24 ავრცელებს.
22 წლის ქალს ბაღდადში, კამ-სარას რაიონში ესროლეს. მძიმედ დაჭრილი, სამი ნატყვიარით ტარა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Instagram-ზე მოდელს 2.7 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა.

ერაყის პოლიციამ დაიწყო მკვლელობის გამოძიება. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შასაძლოა ტარა ფარეზის პოპულარობა ყოფილიყო, რომელიც სოციალურ ქსელებში საკმაოდ თამამ ფოტოებს აქვეყნებდა, რაც ერაყულ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევდა.

სილამაზის კონკურსის "მის ერაყი" გამარჯვების შემდეგ ტარა მრავალი მოდის ბრენდების სახე გახდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი ცხოვრობდა ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, მაგრამ ხშირად ბაღდადშიც უწევდა ყოფნა.
Kurdistan24-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე ერაყში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ სილამაზის სალონის მესაკუთრე და მოდის ექსპერტი.
