x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები - მათ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს
ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა, უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ.


image


მაშასადამე, კაცობრიობის ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციით, "პარანორმალური მოვლენებითა" და რიგ განვითარებებით, სწორედ ასეთ ფენომენებზე მინდა გესაუბროთ, კერძოდ კი საიდუმლოდ გაუჩინარებულ ადამიანებზე, რომელთა სიღრმეში მეცნიერება და გამოძიება ვერა და ვერ ჩაძვრა და დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში.



გთავაზობთ ყველაზე გახმაურებულ გაუჩინარებებს კაცობრიობის ისტორიაში, რომელთა კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.




1. Anette Sadzhers (ანეტ სადჟერსი).image



1987 წლის 21 სექტემბერს, სამხრეთ კაროლინის მკვიდრი Corrina Sadzhers Malinoski უკვალოდ გაქრა. დილით არ გამოცხადდა სამსახურში, მისი ავტომობილი კი ცარიელი იპოვეს. ეს კიდევ არაფერი, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1988 წლის 4 ოქტომბერს მისი 8 წლის ქალიშვილი Anette Sadzhers–ი სკოლის ავტობუსის გაჩერებიდან გაქრა, სწორედ იმ ადგილთან ახლოს, სადაც დედამისის ავტომობილი იპოვეს. სასწრაფო ძებნა გამოცხადდა, გოგონას კვალს ვერ მიაგნეს, თუმცა ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს წარწერა: "მამიკო, დედა დაბრუნდა, ჩაეხუტე ჩემს ძმებს". მას შემდეგ არც ანეტის დედა და თავად ანეტი მამასა და ორ ძმას თვალით აღარ უნახავს. გამოძიება დიდხანს მიმდინარეობდა, საქმე დღემდე არაა დახურული, თუმცა საქმე არ გახსნილა.






2. Benjamin Bathurst (ბენჯამინ ბატერსტი).image


1809 წლის 25 ნოემბრის საღამოს დიპლომატი ვინმე ბენჯამინ ბატერსტი ვენიდან ლონდონში ბრუნდებოდა. გზად, ბერლინის მახლობლად სოფელ პერლებერგში გაჩერდა, რათა შეესვენებინა ცხენები და თავადაც ევახშმა. ვახშმის დასრულებამდე მხლებელმა აუწყა, რომ ცხენები ნაკვები და დასვენებულები იყვნენ და ბენჯამინი მალევე გავიდა და მხლებელს უთხრა, რომ ეტლში დაელოდებოდა. გამოსულ მხლებელს ბენჯამინი ადგილზე არ დახვდა. მაშინვე ძებნა გამოცხადდა, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მისი პალტო ახლო სანაგვეში, შარვალი კი მოშორებით ტყეში იპოვეს. თავად დიპლომატს ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს ვერსად მიაგნეს.





3. Sodder-ის ("სოდერი"-გვარი) ოჯახის ბავშვები ფაიეტვილიდან.image


1945 წლის შობის ღამეს, დასავლეთ ვირჯინიაში, კერძოდ ფიეტვილში Sodder-ების დიდი ოჯახი ჩვეულად დაწვა დასაძინებლად, თუმცა უფროსმა შვილებმა მორისი, მარტა, ლუისი, ჯენი და ბეტმა გადაწყვიტეს ცოტა კიდევ დაეყოვნად საშობაო სუფრასთან. შუა ღამის პირველ საათზე დედამ- ჯეინმა კვამლის სუნზე გაიღვიძა და დაინახა, რომ სახლი იწვოდა. ქალმა სხვა ყველა დანარჩენი უმცროსი შვილი გარეთ გაიყვანა, თუმცა უფროსების კვალს ვერსად მიაგნო. სახანძრომ ჩააქრო ცეცხლი, თუმცა სახლის დიდი ფრაგმენტი სულ დაიწვა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ფერფლს, თუმცა არც ძვლები და არც ფერფლი იმ ხუთი უფროსი ბავშვის არ აღმოაჩნდა, ძებნა კი უშედეგოდ დასრულდა. ოთხი წლის შემდეგ არქეოლოგიური გათხრაც კი ჩაატარეს ამ ადგილას და იპოვეს ძვლები, რომელიც გამოკვლევით ექსპერტი ახალგაზრდა მამაკაცის აღმოჩნდა, თუმცა იგი არ იყო ხანძრის კვალით გარდაცვლილი. 23 წლის შემდეგ კი დედამ- ჯეინმა მიიღო უმისამართო ბარათი, სადაც იდო ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო წარწერით "ლუისი სოდერი". თუმცა არც ეს ფოტო ჩაითვალა მტკიცებულებად და სხვა, ვერანაირი კვალიც ვერ აღმოაჩინეს.





4. Margaret Kilkoyn (მარგარეტ კილკოინი).image


50 წლის მარგარეტ კილკოინი, ცნობილი პროფესორ-კარდიოლოგი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, შაბათ-კვირას ატარებდა მშობლიურ ქალაქში ნანტაკეტეში, მასაჩუსეტსის შტატში. შაბათ საღამოს წავიდა სურსათში და ყველა პროდუქტი იყიდა სამ-სამი, მათ შორის 250$-ის ალკოჰოლური სასმელი, გამყიდველს კი უთხრა, რომ წვეულების მოწყობას გეგმავდა საღამოს. შინ მისული მალე დაწვა დასაძინებლად, რადგან მეორე დღეს- კვირა დილას ტაძარში წირვაზე უნდოდა წასვლა და ძმას სთხოვა დროულად გაეღვიძებინა დილით. 1980 წლის 26 იანვარს, კვირა დილას ძმა შედის მის საძინებელში, მაგრამ მარგარეტი საწოლში არ ხვდება. მისი ფეხსაცმელი და ქურთუკი ადგილზე, ავტომობილი კი ავტოფარეხში იყო. სახლის ჩხრეკის შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს. რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს მარგარეტის საფულე, საბუთები და "ჩეკების" წიგნაკი, რომელიც გასულ დღეებში ჩატარებული ჩხრეკების დროს იქ ნამდვილად არ ყოფილა. საბოლოოდ კი პოლიციამ ჩათვალა, რომ პროფესორმა თავი მოიკლა, რადგან სხვა ლოგიკურ ვერსიას ვერ მიაკვლიეს. გვამი არ უპოვიათ.





5. Dorothy Arnold (დოროთი არნოლდი).image


1910 წელს მომხდარმა ამბავმა მთელი New York-ი შეძრა. საზოგადოების ერთ-ერთი მდიდარი და გამორჩეული პირის მემკვიდრე, ქალიშვილი დოროთი არნოლდი 1910 წლის 10 დეკემბერს დილით ადგა, დედას დაემშვიდობა და ახალი კაბების ყიდვის მოტივით მაღაზიაში წავიდა. მან ნამდვილად "იშოფინგა", იყიდა ახალი წიგნი და შოკოლადიც. გზად მეგობრები შეხვდნენ, რომელთაც განუცხადა, რომ სასეირნოდ მიდიოდა ნიუ-იორკის ნაციონალურ პარკში. მას შემდეგ ის არავის უნახავს. მიუხედავად მშობლების მცდელობისა საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო ფაქტი და ისე მოეძებნათ ქალიშვილი, ვერ მოხერხდა. ამბავი მალევე მოედო მთელს ნიუ-იორკს, ჭორებიც დადიოდა, რომ ის ცოლად გაყვა მათი ოჯახისთვის შეუფერებელ კაცს და ევროპაში გაიქცა, თუმცა არც ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ის უბრალოდ უკვალოდ გაქრა.





6. Andzhikuni-ს (ანჯიკუნი) ტომის გაუჩინარება.image


მე-XX საუკუნის დასაწყისში, კანადის ტყეებთან ახლოს ანჯიკუნის ტბასთან ცხოვრობდა ტომი ინუიტი. რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარ ტომს ადგილობრივი მაცხოვრებელი მონადირეები კარგად იცნობდნენ, რომელთაც ტომის წარმომადგენლებმა ნადირობისგან დაღლილებს არაერთხელ გაუწიეს დახმარება და მოასვენეს. 1930 წელს მონადირე Joe Labelle კვლავ სანადიროდ წავიდა და მოსასვენებლად ტომს ესტუმრა, თუმცა მას წარმოუდგენელი სურათი დახვდა. მათი ქოხები ხელუხლებელი იყო ყველა ნივთთან და საკვებთან ერთად, მომზადებული სადილებიც კი დახვდა ქვაბებში შეუჭმელი. მხოლოდ ლაიკების (ჰასკი) ცხედრები იპოვა. მან უმალ განაცხადა სამრთალდამცავებთან და გამოძიება მაშინვე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მათ გაუჩინარებამდე ორი თვით ადრე მეზობელ სოფლებში დაუნახავთ რაღაც შუქმფენი ობიექტი, რომელიც ეტლის თვალს გავდა. სხვა ვერსია ვერაფერი დადასტურდა გარდა იმისა, რომ უცხო პლანეტელებმა წაიყვანეს ისინი.





7. დიდერიჩი.image


ეს ამბავი ყველაზე იდუმალი და შოკისმომგვრელია, რადგან დიდერიჩის სახელით ცნობილი პატიმარი პირდაპირ თვითმხილველების თვალწინ ფაქტობრივად გაქრა, აორთქლდა. დიდერიჩის სახელით ცნობილი კაცი პატიმარი პრუსის ციხე ვეიხსტელმუნდში სასჯელს იხდიდა თაღლითობისთვის. მან ბანკში სცადა თავის ბიზნესმენ უფროსად გაესაღებინა თავი და მოეხსნა ანაგარიშიდან დიდძალი თანხა, რაზეც 10 წელი მიუსაჯეს. ერთ დღეს, როდესაც პატიმრები ციხის ეზოში ჰაერზე იმყოფებოდნენ, დიდერიჩი ზედამხედველებისა და სხვა პატიმრების თვალწინ ბორკილდადებული ნელ-ნელა დადნა და ბოლოს გაქრა. მომხდარს რამდენიმე ათეული ადამიანი შეესწრო და ფაქტზე, ბევრს გულიც წაუვიდა. მესაზღვრეებმა უშედეგო ძებნა განახორციელეს, დიდერიჩი მას შემდეგ არავის უნახავს, ის ყველას თვალწინ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით- ა ო რ თ ქ ლ დ ა.





8. Louis Le Prince (ლუი ლე პრინსი).image


1890 წლის 16 სექტემბერს ცნობილი ფრანგი გამომგონებელი ლუი ლე პრინსი ჩაჯდა მატარებელში, რომელიც დიჟონიდან პარიზში მიემართებოდა. მეგობრებმა საკუთარი თვალით ნახეს როგორ ავიდა ლუი მატარებელში და აიტანა თან თავისი ტვირთი. მატარებელი შეუჩერებლად მიემართებოდა მარშუტით დიჟონიდან პარიზამდე, ამიტომ გამომგონებელი შუალედურ სადგურზე ვერანაირად ვერ ჩავიდოდა. ის ე.წ. "კუპეში" იმყოფებოდა მარტო, რომელსაც კარი შიგნიდან ჰქონდა დაკეტილი. როდესაც მატარებელი დანიშნულების ადგილზე მივიდა, გამცილებელმა მისი გაფრთხილება სცადა, თუმცა ამაოდ, კარი არავინ გააღო, ფანჯრებიც კი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, ძალადობის კვალი კი არსად ჩანდა. გამოძიებამ ვერაფერი გამოიძია, ის უკვალოდ გაქრა.






იხილეთ აგრეთვე:


● ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანაimage





● უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულებაimage





● ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებიimage





● დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი1)image






● 10 იდუმალი მოვლენა, რომელთა ახსნა ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდებაimage





● თავისუფლების ქანდაკება სინამდვილეში ჯოჯოხეთის ქალღმერთიაimage





● დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები ოკეანეშიimage






● ქალაქი მოჩვენებები უჩვეულო ისტორიებითimage






● ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრაimage






● საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთimage

1
339
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
339
  
2018, 5 სექტემბერი, 12:43
სამწუხაროდ ახლაც ხდება, მეზობლის დისშვილი 20 წლის ბიჭი ჭიშკარში გავიდა და მისი კვალი დაიკარგა უკვე 6 წელია. :(
0 1 1