ფოტოგრაფია გაფერადებული ფოტოები არქივიდან, რომლებიც შეგიცვლით წარმოდგენას ისტორიაზე 2018, 14 აგვისტო, 12:23 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ. ხშირად მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა, დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ექცევიან პოპულარობის ჩარჩოებში. ![]() ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ხშირად გვესმის სიტყვა "Photoshop", რომელმაც სულ უფრო ნეგატიურ ჩრდილში მოაქცია ფოტოგრაფია, რადგან ამ პროგრამის მეშვეობით ფალსად იქცა მრავალი მასალა. სინამდვილეში, სულაც არ ყოფილა უსარგებლო ეს პროგრამა, ფაქტობრივად, მისი წყალობით იქნა ძველი გამოსახულებების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელი. ბრაზილიელმა ფოტო-მხატვარმა, მარინა ამარალმა, ძველ, შავ-თეთრ ფოტოებს მისცა ახალი სიცოცხლე. ერთი საუკუნის წინ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა, დღეს, მარინამ Photoshop-ის წყალობით სასწაული მოახდინა და დავიწყებულ ისტორიულ ფოტოებს მისცა შესაძლებლობა, უფრო ნახვადი გამხდარიყო. 1. მიხაილ კალაშნიკოვი. ![]() 2. შეთქმულების ორგანიზატორად ცნობილი, ამერიკელი ლუი პაუელი. აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის ორგანიზაციის წევრად ბრალდებული. ![]() 3. ფოტოგრაფი შელამაზებულ ფოტოს იღებს, დაბომბვის შემდეგ განადგურებული ქალაქის ფონზე. ვარშავა, 1946 წლის ნოემბერი. ![]() 4. ნორჩი ელიზაბეტ დედოფალი (ელიზაბეტ II) ![]() 5. ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაკია, რომელიც ცნობილი იყო, როგორც "თეთრი სიკვდილი". ![]() 6. დედოფალი ელიზაბეტ II- ის კორონაცია, 1953 წლის 2 ივნისი. ![]() 7. გრიგორი რასპუტინი. ![]() 8. ახალგაზრდა კენიელი ქალი, ხელში შველით. მომბასა, 1909 წელი. ![]() 9. იმ დროისთვის სენატორი ჯონ კენედი, მეუღლესთან, ჟაკლინ კენედისთან ერთად ქორწინების დღეს. 1953 წლის 12 სექტემბერი. ![]() 10. აბრაამ ლინკოლნი, 1860 წელი. ![]() 11. ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი. ![]() 12. უინსტონ ჩერჩილი თავის შვილთან ერთად რენდოლფთან და შვილიშვილ ვინსტონთან ერთად, ელიზაბეტ II- ის კორონაციის დღეს. 1953 წლის 2 ივნისი. ![]() 13. გრეტა გარბო. ![]() 14. ბოდიბილდერი ჯინ იანცენი მეუღლესთან პეტთან და 11 თვის ვაჟთან კენტთან ერთად. 1947 წელი. ![]() 15. ჰიროსიმა, აფეთქების შემდეგ. ![]() 16. როზა შანინა, 19 წლის საბჭოელი სნაიპერი, რომელსაც 59 დადასტურებული მსხვერპლი ყავს. ![]() 17. ავსტრია-უნგრეთის ეპარქიისა და იმპერიის ჰერცოგი ფრანც ფერნინანდი. ![]() 18. ბიგ ბენი, 1920 წელი. ![]() 19. გუსტავ ეიფელი. ![]() 20. ვერდუნის ბრძოლის დროს, ტყვიის შედეგად მოკლული ფრანგი ჯარისკაცის დაცემის მომენტი. ![]() 21. "სანტა-კლაუსი" ინდაურებით, 1909 წელი. ![]() 22. იური გაგარინი. ![]() 23. ტომას ედისონი. ![]() 24. ემიგრანტი ქალი ბავშვებთან ერთად კუნძულ ელისზე, 1900 წელი. ![]() 25. გერმანელი ჯარისკაცის ტყვედ აყვანის ფაქტი რუსეთთან ბრძოლის დროს. 1941 წლის 1 დეკემბერი. ![]() 26. ლინკოლნის "შექმნის" პროცესი რაშმორის მთაზე, 1937 წელი. ![]() იხილეთ აგრეთვე: ● იცოდით, ძველ ფოტოებში, ხალხს რატომ აქვთ ხელი სხვის მხარზე? ![]() ● ამ ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ფერები მთავარი არ არის ![]() ● დეპრესიაში მყოფმა ფოტოგრაფმა რაც გააკეთა, ნამდვილად გაგაოცებთ ![]() ● ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფოტოები, რომლებიც გაგაოცებთ ![]() ● ფოტოები, რომელთა უცნაური საიდუმლო შოკს მოგგვრით ![]() ● შთამბეჭდავი, საუკუნის ისტორიული ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ ![]() ● ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ გაზეთსა და ქრონიკას არ გაუშუქებია და ახლა გაამჟღავნეს ![]() ● ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს ![]() ● ცნობილი ხალხისა და ისტორიული მოვლენების აქამდე უცნობი ფოტოები ![]() ● აქამდე უცნობი, შთამბეჭდავი ისტორიული ფოტოები ![]() ● იშვიათი ფოტოები, რომლებიც შეგვიცვლის წარმოდგენას ისტორიის შესახებ ![]() 140 13-ს მოსწონს |
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დართეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბრუნების უფლება.
კალაშნიკოვისგან კი შექმნეს ბუტაფორიული გმირი.
კალაშნიკოვს მონუმენტი, რომ გაუკეთეს ავტორმა ჰუგო შმაიზერის ავტომატის ესკიზებიც გამოხატა, რამაც რუსების აღშფოთება გამოიწვია, ის ავტომატი "STG-44"-ია კალაშნიკოვის ავტომატის საფუძველი.
ავტომატის კი არა თოხის გამკეთებელი არ იყო მიხეილ კალაშნიკოვი.
ვიდეოც მიდევს ამ თემაზე...