არქიტექტურა 15 სასარგებლო მცენარე თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის 2018, 13 ივლისი, 20:48 ![]() სტატიაში გთავაზობთ 3 ყვავილს სახლის 5 ოთახისთვის, რომლებიც ლამაზი და სასარგებლოა. სააბაზანო![]() 1. პალმის ხე ჰაერს ამიაკისგან წმენდს, რაც აბაზანის სარეცხი საშუალებებით გაწმენდის შემდეგ ძალიან სასარგებლოა. 2. ჩინური მარადმწვანე ჰაერში ფორმალდეჰიდს (ჩვეულებრივ, კოსმეტიკა შეიცავს ამას) წმენდს. ამ მცენარის საშხაპის გვერდით განთავსება საუკეთესო ვარიანტია. 3. ევროპული აივი ნებისმიერ სხვა მცენარეზე უკეთ შთანთქავს ნახშირორჟანგს. ის ასევე ჰაერს ასუფთავებს ტოქსინების, ფორმალდეჰიდებისა და მძიმე ლითონებისგან. საძინებელი ოთახი![]() 2. სპათიპილუმი ადვილად შთანთქავს სამრეწველო და სახლის ტოქსინებს (აცეტონი, ბენზოლი და ამიაკი). ის განსაკუთრებით სასარგებლოა სახლისთვის დეკორაციის გაკეთების შემდეგ, როცა ჰაერი სავსეა საშიში ქიმიური ნივთიერებებით. 3. ფალაენოფსისი მშვენიერი ყვავილოვანი მცენარეა. ის ღამით უამრავ ჟანგბადს გამოყოფს და ტოლლუენისგან ათავისუფლებს ჰაერს. ბავშვის ოთახი![]() 2. ჰიბისკუსი ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის, წმენდს და უფრო ჯანსაღს ხდის ჰაერს. სხვა მცენარეებიც უკეთ იზრდებიან, როცა ჰიბისკუსის გვერდით არიან. 3. სიკლამენი გეხმარებათ ინსომნიასთან, ქრონიკულ დაღლილობასთან, დეპრესიასთან და გაღიზიანებადობასთან ბრძოლაში. მისაღები ოთახი![]() 2. ქლოროფიტიუმი ჰაერს ასუფთავებს მანქანის გამონაბოლქვისა და სიგარეტის კვამლისგან, ასევე ატენიანებს კიდეც ჰაერს. 3. ბენჯამინ ფიგი ჰაერიდან აქრობს ბენზოლს, ტრიქლოეთილინს და ფენოლს. სამზარეულო![]() 2. სტეფანოტის ფლორიბუნდა სამზარეულოში ჰაერს უფრო ჯანსაღს ხდის. კარგი მოვლის შემდეგ მცენარეს ულამაზესი ყვავილებიც უჩნდება მთელი წლის განმავლობაში. 3. სენტპაულიას უპირატესობა კი ის არის, რომ ის აშინებს მწერებს და აქრობს მათ თქვენი სახლიდან. ასევე დაგაინტერესებთ:ქალმა 3 წელი გაატარა ძველი ავტობუსის გადაკეთებაში, ახლა კი ის სახლზე უკეთ გამოიყურება 1573 1-ს მოსწონს
|