ლაფანყურში სპეცოპერაცია გრძელდება 30 აგვისტო 2012, 10:31:28
AUTO PLAY
ლოპოტას ხეობაში სოფელ ლაფანყურის გავლით, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე 8 სამხედრო მანქანა და განაღმვის სამსახურის ავტომანქანა შევიდა. რამდენიმე წუთით ადრე კი ხეობა "პიკაპის" ტიპის 16 მანქანამ დატოვა. უფრო ადრე კი ხეიობიდან სამი სასწრაფო მანქანა გამოვიდა. სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა, მოსახლეობა პანიკაში არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო მანქანა, რომელიც ჟურნალისტებს და სხვა მოქალაქეებს საზღვრისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
0
|
10.00
k
30.00
k
|