"ვაჟაობა 2012" ჩარგალში აღინიშნა 25 აგვისტო 2012, 19:49:37
AUTO PLAY
ჩარგალში "ვაჟაობა 2012" აღინიშნა. სახალხო დღესასწაულის ორგანიზატორი დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტია. ჩარგალში უამრავი ტურისტი იმყოფებოდა. ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება დაეთვალიერებინა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და იქვე გამოფენილი ხალხური რეწვის ნამუშევრები. ტრადიციულად, ვაჟაობის დღესასწაულზე ჩარგალში დოღი და ჭიდაობა იმართება. ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე კონცერტი გამართეს.
3
|
|