კიდევ ერთი ქართველის წარმატება ლონდონის ოლიმპიადაზე 11 აგვისტო 2012, 11:17:59
AUTO PLAY
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთმა ქართველმა მიაღწია წარმატებას. გორის მკვიდრმა, 21 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 55 კგ.წონით კატეგორიაში, რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ჯამალ ოტარსულთანოვთან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორთაბრძოლას გორელი გულშემატკივარი პირდაპირ ეთერში უყურებდა. ოლიმპიური პრიზიორის დედის, ქეთევან გაგნიძის თქმით, იგი შვილის წარმატებით კმაყოფილი და ბედნიერია.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|