38 წლის უბანავებელი 9 აგვისტო 2012, 18:00:29
AUTO PLAY
66 წლის ინდოელ მამაკაცს კაილაშ საინს 38 წელია, არ უბანავია და არც თმა შეუჭრია. კაილაშმა 1974 წელს ცოლი შეირთო და პირობა დადო, რომ ვიდრე ბიჭი არ შეეძინებოდა, არც თმას შეიჭრიდა და არც იბანავებდა. თუმცა მამაკაცს პირობის შესრულება ისევ უწევს, რადგანაც ბიჭი არ ჰყავს. ის 7 ქალიშვილის მამაა. როგორც კაილაში ამბობს, დადებულ პირობას არ დაარღვევს და მხოლოდ მაშინ იბანავებს, როდესაც ნანატრი ვაჟი შეეძინება. მამაკაცი აცხადებს, რომ მართალია, არ ბანაობს და თმას არ იჭრის, მაგრამ ჰიგიენის წესებს იცავს: კაილაში ყოველდღე კოცონს ანთებს და "ალის შხაპს" იღებს. კაილაშის გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ვერ მალავს მისი მეუღლე, 60 წლის კალავატი დევი. კალავატი და მისი გოგონები მამას აიძულებენ, რომ პირობა დაარღვიოს და იბანავოს, მაგრამ მამას გადაწყვეტილების შეცვლა ვერაფრით აიძულეს.
1
|
|