6 თვეში გარდაიცვლება?! 3 აგვისტო 2012, 14:31:02
AUTO PLAY
ჰოლივუდის მსახიობ მაკოლეი კალკინს ნახევარი წლის სიცოცხლე დარჩა. ამ ინფორმაციას ჟურნალი National Enquirer-ი აქვეყნებს. 31 წლის მსახიობი, რომელსაც მსოფლიო პოპულარობა ფილმების სერიაში "მარტო სახლში" შესრულებულმა როლმა მოუტანა, უკვე ნახევარი წელია, ჰეროინის აქტიური მომხმარებელია. ჟურნალის ინფორმაციით, მსახიობმა მანჰეტენზე მდებარე საკუთარი სახლი ნარკომანების თავშესაფრად აქცია. კალკინი ნარკოტიკებზე თვეში 6 000 დოლარს ხარჯავს და მკურნალობას არ აპირებს. რამდენიმე თვის წინ იგი ნარკოტიკების გადამეტებული რაოდენობით მიღების გამო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. "იგი ჰეროინის მომხმარებელია. კალკინის ახლო მეგობრებს ეშინიათ, რომ მისი გული ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას ვერ გაუძლებს და, თუ მკურნალობას არ დაიწყებს, შესაძლოა, 6 თვეში გარდაიცვალოს", - წერს გამოცემა.
3
|
|