ბიძინა ივანიშვილი 80 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ განცხადებას ავრ 25 ივლისი 2012, 04:12:46
AUTO PLAY
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა , - ამის შესახებ ივანიშვილის "ფესიბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: "კოალიციის ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა. 80 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი "ქართული ოცნება" განახორციელებს”.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|