ტრაგიკული ნახტომი მაღლივის ხიდიდან – ექსტრემალურ გართობას შეწირული ორი 23 ივლისი 2012, 15:58:46
AUTO PLAY
ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 15 ივლისს ექსტრემალურ თოკით ხტომას, ანუ როუფ-ჯამფინგს, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდზე. 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი 50 მეტრის სიმაღლიდან ერთად გადმოხტნენ. გადმოხტომის შემდეგ მარიამ ყანდაშვილი – ადგილზე, გოგა გოლეთიანი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კომპანია Extreme Team-ის ორგანიზებით, როუფ-ჯამფინგი ყოველწლიურად იმართება. მაღლივის ხიდიდან დღეში საშუალოდ 40-50 ნახტომი ხორციელდებოდა. ტრაგედიის დღესაც უამრავი ნახტომი განხორციელდა – გოგა და მარიამი რიგით ოცდამეთორმეტეები იყვნენ. როგორც მთამსვლელი ტატო ნადირაძე ამბობს, უსაფრთხოების ნორმები ხტომის დროს დაცული იყო. როუფ-ჯამფინგის თითოეული თოკი 5 ტონა დარტყმას უძლებს. გოგა და მარი 4 ასეთი თოკით იყვნენ ჩაბმულები. ექსტრემალურ გართობას, რომელიც ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალებაა, ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გოგა გოლეთიანმა ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის სიმღერა “სიკვდილის წინ” გააზიარა.
12
|
1099.00
k
1499.00
k
|