ქალი გიგანტური საჯდომით 18 ივლისი 2012, 02:18:53
AUTO PLAY
30 წლის ამერიკელმა 15 ათასი დოლარი დახარჯა, დაახლოებით, 100 ინექციაზე, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ „უფრო კონკურენტუნარიანი“ საჯდომი ჰქონოდა. მოცეკვავემ არც კი იცოდა, რა წამალს უკეთებდნენ მიზნის მისაღწევად. არალეგალური ინექციიდან ინფექცია განვითარდა. ახლა კი, როგორც თავად ამბობს, იძულებულია სილიკონის იმპლატანტები ატაროს, რათა მისი ქვედა ნაწილი „კარტოფილის ტომარას“ არ დაემსგავსოს. ორი შვილის დედა, ვენითი ვანდერი, ამბობს, რომ ამ ზომის საჯდომი ნამდვილად არ სურდ. განვითარებული ინფექციის გამო არაბუნებრივად მოძრაობდა და იძულებული გახდა სილიკონი გაეკეთებინა. ძალიან სურს, რომ პატარა საჯდომი ჰქონდეს, უჭირს მაღაზიებში სიარული, მაგრამ ბედნიერია რომ ცოცხალი გადარჩა. იმისათვის, რომ სხვა გოგონები გააფრთხილოს, ვენითიმ წიგნი დაწერა, სახელწოდებით Shot Girls, სადაც შავი ბაზრის კოსმეტიკური მომსახურების საფრთხეებს აღწერს.
1
|
|