ინიესტას ქორწილი 10 ივლისი 2012, 20:02:40
AUTO PLAY
ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ანა ორტისია. საქორწილო ცერემონია ესპანეთის პროვინცია ტარაგონასთან ახლოს მდებარე ულამაზეს კოშკში, Tamarit-ში გაიმართა. საპატიო სტუმრებს შორის ცნობილი ფეხბურთელები - ლიონელ მესი, ჟერარდ პიკე, ვიქტორ ვალდესი, სამუელ ეტო'ო იყვნენ. ანდრესმა და ანამ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს. წყვილს 2011 წელს ქალიშვილი ვალერია შეეძინათ. ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ანდრესი და ანა 8 ივლისს დაქორწინდნენ.
0
|
|