მამა გიორგი: "ბათუმი ჩაიძირება" 10 ივლისი 2012, 10:36:48
AUTO PLAY
დეკანოზი გიორგი, იყალთოს ეკლესია: "ბათუმს ტალღა გადაუვლის, რადგან იქ იდგმება არა ქრისტიანული რამეები, არამედ საგმობი რამეები, იქ არაფერი წესიერი არ ხდება, იქ არის ღვთის გმობა. ქართველი გოგონა ისე დაეცა, რომ ჩამოსულ მომღერალს კოცნა დაუწყო სცენაზე. ეს არის საშინელება. სხვა ერებს რაც უნდათ უკეთებიათ, ჩვენ ვართ გამორჩეული ერი. ჩვენ მეტი მოგვეთხოვება, ამ გერმანელს არ მოეთხოვება, რადგან ცოტა სხვანაირად აქვს საქმე. განა რომელიმე წმინდანს აცვია მინი-კაბა ან შარვალი? კაცი კაცურად უნდა იზრდებოდეს და განაზებული ხმით არ უნდა ილაპარაკოს. ქალმა კიდევ სიგარეტი გაიჩარა და პეპელნიცას ეფერება. იმხელა სიგარეტს დაგაჭერინებენ ვერ მორჩები იმის წოვასა. მე თელავში ვეღარ გამივლია, ყველგან კოცნაობენ პირუტყვებივითა."
2
|
|