პერის ჰილტონმა პაპარაცი სცემა 2 ივლისი 2012, 01:50:17
AUTO PLAY
რეალითი შოუს ვარსკვლავი და წვეულებების ხშირი სტუმარი, პერის ჰილტონი მორიგ სკანდალში გაეხვია. პერისმა პაპარაცი სცემა, რომელიც ღამის კლუბში ვარსკვლავისა და მისი მეგობრების გადაღებას ცდილობდა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მამაკაცმა პერისს ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ის ძირს დავარდა. წამოდგომის მცდელობისას ჰილტონის ლურჯი გიპიურის კაბა მაღლა აიწია და ვარსკვლავს უხერხული ადგილები გამოუჩნდა. მართალია, პაპარაცი, რომელმაც ვარსკვლავის მყუდროება დაარღვია, პერისზე ორჯერ დიდი იყო, მაგრამ ამას ჰილტონი არ შეუჩერებია. ის ცალი ხელით კაბას ისწორებდა, ხოლო მეორეთი აბეზარი მამაკაცი მაისურით ეჭირა. არავინ იცის, ზუსტად რატომ გაღიზიანდა ასე ვარსკვლავი, თუმცა ზოგიერთი ინფორმაციით, ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა პერისისა და მისი მეგობრების მიერ ნარკოტიკების მიღების ფაქტი.
2
|
|