სასულიერო პირი გორგოლაჭებზე 24 ივნისი 2012, 15:50:07
AUTO PLAY
ინტერნეტში პოპულარულია "ნიუსთაიმის" ვიდეომასალა. ლევან ღლონტის ფილმის - "მე მიყვარს თბილისის" ერთ-ერთი სცენის გადაღებისას სასულიერო პირი გორგოლაჭებზე დგას და სიგარეტს ეწევა, რამაც "ნიუსთაიმის" ცნობით, სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია. "ეს მღვდლის გაშარჟებაა", - განაცხადა სასულიერო პირმა. გადასაღებ მოედანზე პატრულის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც გადამღებ ჯგუფს აღნიშნული სცენის გადაღების უფლება არ მისცეს. ვიდეოსა და მის აღწერას სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი კომუნიზმის პერიოდს ადარებს. "ეს რა შაყირია!.. საბჭოთა პერიოდი მახსენდება ფილმებში მღვდლებს, რომ აშარჟებდნენ. ამას ქაჯობა ქვია." მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ არანაირი გაშაჟება ეს არ არის და ვიდეოს სათაურიც - ”კონფლიქტი მღვდლის გაშარჟების გამო” - უტრირებულია.
2
|
|