პრომეთე - იბერო-კოლხების მამა 11 ოქტომბერი 2023, 15:28:49
AUTO PLAY
Soundtrack: Georgian Music by George Kopaliani - Morning star (Original Mix) ქართველთა მამა ძველი ბერძნული რელიგიის მიხედვით (ბერძნული მითოლოგია) ყველაფერი, რაც ცოცხალია დედამიწაზე (ცხოველები, მცენარეები, სოკოები, ბაქტერიები) შექმნა ეპიმეთემ - პრომეთეს ძმამ. ხოლო ტიტანმა პრომეთე იაფეტის ძემ შექმნა ადამიანები. მან გამოძერწა პირველი ადამიანები თიხისგან და მოდელად აიღო ღმერთები - ადამიანები უკვე არსებულ ღმერთთა და ტიტანთა (უპირველეს ღმერთთა) ხატად და მსგავსად შექმნა. ხოლო კოლხურმა ქალღმერთმა ათენამ (იგივე აზიამ) სული შთაბერა მათ. და ამით დასრულდა შესაქმე. ეს მითი გადავიდა ბიბლიაშიც. პრომეთე წოდებულია ქართველთა მამად - დიდმა უკრაინელმა პოეტმა ქალმა, ლესია უკრაინკამ მიუძღვნა ქართველ ერს შემდეგი ლექსი, რომელიც 1896 წელს გამოაქვეყნა: "ტიტან პრომეთეს არაერთმა შთამომავალმა მოსტაცა ღმერთებს უკვდავების ციური ცეცხლი. რამდენი ხელი წაეტანა ციურ ნაპერწკალს... ვის არ ხიბლავდა ხალხის ბედის ვარსკვლავმორბედი?! ტიტან პრომეთეს დიდებულმა შთამომავლობამ გაიზიარა ღვთაებრივი წინაპრის ბედი - ტანჯვა, ბორკილი, დამცირება, განდევნილობა, ადრე სიკვდილი ველურსა და უცხო მხარეში. ახლაც ასეა მეგობრებო, მეფობს წყვდიადი! ხმა აღიმაღლეთ! საშინელი სუფევს ქაოსი! თავისუფალი, გაბედული მესმოდა ხმები, ვითარცა ტყეთა, სალთა კლდეთა გამოძახილი... ახლა ის მიწყდა და დუმილი მზარავს უმეტეს, მაგრამ მგონია, გავხდი, ძმებო იმად, რაც ვიყავ. პრომეთეუსის ქედუხრელო შთამომავალნო არა, არწივი არ კორტნიდა თქვენს მკერდს არასდროს... თვით ასპიტები გისერავდნენ მამაცნო, გულებს! თქვენ არ ყოფილხართ მიჯაჭვული კავკასიონზე, რომლის გვირგვინი დათოვლილი ციმციმებს შორით, და მთელ მსოფლიოს მოაგონებს პრომეთეს ტანჯვას. ჩვენო მტარვალო, უმზაკვრესო! ტყვილად არ გაფრთხობს რკინის მუსიკა ჟანგმოდებულ ბორკილებისა... შენ გეშინია, ის უწყალო ხმა შემზარავი თვით შენს ქვის გულსაც რომ მოხვდეს და გააპოს ორად! ძრწოდე ამ ხმაზე როგორც შორის გამოძახილი - თავისუფლების, სიმამაცის ისმის ქუხილი და შენს უსაზღვო ძალადობას საზღვარს დაუდებს უკანასკნელი შეძახილი - ჯალათს სიკვდილი!" ''ოჰ პრომეთე, შენი ტანჯვის გამო ტირიან ამორძალები, რომელთა ცხენთა ფლოქვები თქერავენ კოლხეთის ველებს, ტირიან ჩრდილოეთის ტრამალებში მცხოვრები ველური სკვითები, გმინავენ არიელები - არესის ძენი, კავკასიის კლდეთა ნაკვეთი ქალაქებიდან მათი შუბების ჟღრიალი ისმის'' - კონსტანტინე გამსახურდია
3
|
1099.00
k
1499.00
k
|