ოპერაცია 1 ქილა თაფლი!!! 12 ივნისი 2012, 18:39:47
AUTO PLAY
ორშაბათს შსს-მ ოფიციალურ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და ვიდეომასალა მოქალაქის მიერ ერთი ქილა თაფლის ფარულად დაუფლების შესახებ. ტელეკომპანია „იმედის“ 17.00-იან საინფორმაციო გამოშვებაში ეს ინფორმაცია სრულად გადაიცა. რატომ გახდა ეს „სერიოზული კრიმინალი“ განსაკუთრებული ყურადღების ღირსი? ერთი ქილა თაფლი, რომლის „ფარულად დაუფლება“ ქართული ოცნების მხარდამჭერს, ნიკოლოზ სიხარულიძეს ბრალდება, იმ დროისათვის გამყიდველ გიორგი ლომიძის სასაუზმის დახლზე იდო.ინციდენტი კი სოფელ ხუნევში დიდი ხნის ამოწურული იყო. როგორც ერთ-ერთი მოწმე აცხადებს, ქილა თაფლი ნიკოლოზ სიხარულიძემ მართლაც აიღო ხელი და ყიდვასაც აპირებდა. როგორც კი იგი მანქანისკენ ფულის ასაღებად შებრუნდა, მას სასაუზმის მეპატრონემ, თამაზ ლომიძემ ჩხუბი აუტეხა, რის შემდეგაც სიხარულიძემ მისი თაფლი აღარ იყიდა და გზა განაგრძო. დაახლოებით ასი კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომობილი, რომელშიც ნიკოლოზ სიხარულიძე იჯდა, პოლიციამ გააჩერა და მგზავრები დაკითხვაზე წაიყვანა. ამ ფაქტს კოალიცია „ქართული ოცნების„ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი და „ინფო9“-ს გადამღები ჯგუფი შეესწრო. გადაღებულ მასალას სრული სახით, დაუმონტაჟებლად გთავაზობთ. ნიკოლოზ სიხარულიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ქუთაისის მიტინგიდან უკან ბრუნდებოდა. მისი თანმხლები პირების აზრით, სწორედ ეს გახდა შსს-ს მიერ ერთი ქილა თაფლის გამოგონილი ქურდობის ასე უცნაურად გაპიარების მიზეზი.
3
|
|