ხორნაბუჯის ციხის განვითარება მიმდინარეობს დედოფლისწყაროში - ვიდეო 14 აპრილი 2023, 09:49:09
AUTO PLAY
ვახტანგ გორგასალის მიერ მეხუთე საუკუნეში დაარსებული ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარე ისტორიული ძეგლის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას 5 მილიონი ლარი მოხმარდება. პროექტი ითვალისწინებს ძეგლამდე მისასვლელი გზისა და გადასახედის მოწყობას, ასევე მოეწყობა ტურისტული საფეხმავლო ბილიკები, საპარკინგე და საპიკნიკე ადგილები. ისტორიული ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს.
65
|
|