უკანასკნელი ტანგო პარიზში - ამბავი, რომელმაც საფრანგეთი შეძრა 19 მარტი 2023, 17:49:54
AUTO PLAY
ორი კვირის წინ დაკრძალეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში მოსწავლის მიერ მოკლული მასწავლებელი, აგნეს ლასალი (52 წლის). „რაღაც ხმამ მითხრა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“ - ამბობს 16 წლის მოზარდი. დაკრძალვაზე, გამოსვენებისას მუსიკა ჩაირთო და აგნესის მეგობარმა მამაკაცმა ცეკვა დაიწყო. ხალხი ჯერ დაიბნა, შემდეგ გაუბედავად, მერე კი თამამად აუბა კაცს მხარი და აცეკვდა. ასე გააცილეს აგნესი - ქალი, რომელიც ამ მუსიკაზე ხშირად ცეკვავდა თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად.
227
|
|