Svans - Ancient Northern Georgians - Donors of the G2a Haplogroup - სვანები 26 დეკემბერი 2022, 02:41:09
AUTO PLAY
“იმ ხალხთა შორის, რომელნიც თავს იყრიან დიოსკურიადაში არიან ფტიროფაგებიც, რომლებმაც ეს სახელი მიიღეს უსუფთაობის და ჭუჭყის გამო. მათ ახლოს ცხოვრობენ სოანები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან მათ უსუფთაობით, მაგრამ სჯობნიან ძლიერებით, და შეიძლება ითქვას,რომ ისინი თითქმის ყველაზე კარგი მეომრები და ძლიერები არიან ყველასთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში ისინი ბატონობენ ყველა ხალხზე, რომელნთაც კავკასიის მაღლობები უჭირავთ დიოსკურადის გარშემო. მათ ჰყავთ მეფე (ბასილევსი) და საბჭო 300 კაცისაგან, როგორც ამბობენ შეუძლიათ 200 000 კაცისგან შამდგარი ჯარის გამოყვანა, მართლაც მთელი ხალხის მასა ბრძოლისუნარიანია, თუმცა არაორგანიზებული ძალა, მათ ქვეყანაში როგორც გადმოსცემენ მთის ნაკადებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები იჭერენ ფაცერით და ბეწვიანი ტყავით, აქედან, ამბობენ წარმოიშვა მითი ოქროს საწმისზე. ზოგიერთები მათ აგრეთვე უწოდებენ იბერიელებს'' (სტრაბონი, XI, II, 19). Among the tribes which come together at Dioscurias are the Phtheirophagi, who have received their name from their squalor and their filthiness. Near them are the Soanes, who are no less filthy, but superior to them in power,—indeed, one might almost say that they are foremost in courage and power. At any rate, they are masters of the peoples around them, and hold possession of the heights of the Caucasus above Dioscurias. They have a king and a council of three hundred men; and they assemble, according to report, an army of two hundred thousand; for the whole of the people are a fighting force, though unorganized. It is said that in their country gold is carried down by the mountain torrents, and that the barbarians obtain it by means of perforated troughs and fleecy skins, and that this is the origin of the myth of the golden fleece—unless they call them Iberians." სვანები პირველად სტრაბონთან (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 24) მოიხსენიებიან (სოანას/შოანას). მაშინაც ისინი კაკასიის მთებში ცხოვრობდნენ. სვანები ადრიდანვე განსახლებულნი იყვნენ აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში - თერგსა და ყუბანს შორის არსებულ ტერიტორიებზე. შედარებისთვის, მაგალითად მემანდრე პროტიქტორი (ახ.წ. VI ს.), რომელიც აღწერს რა ბიზანტიისა და სპარსეთის დავას სვანეთის გამო, ვრცლად იძლევა სვანთა დახასიათებას (გეორგიკა, 1936, გვ.213-233). მისი ცნობით სვანები კავკასიის მთების გარშემო ცხოვრობენ (გეორგიკა, 1936, გვ.231). იხილეთ აგრეთვე თ. მიბჩუანი, 1993; ზ. რატიანი, 1995, გვ.57-61. სვანებს კავკასიონის სტრატეგიული გადასასვლელები ეჭირათ, ვინაიდან ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დიდხანს გრძელდებოდა წინააღმდეგობა სვანეთის დანარჩუნებისათვის (იხ. გეორგიკა, 1936, გვ.213-233). პლინიუსის (ახ.წ. 62-113) მიხედვით, სვანები დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზეც ცხოვრობდნენ: "მდინარე ხობი კავკასიის მთებიდან ჩამომდინარეობს და სვანეთის მიწაზე დის". ამასვე ამტკიცებს გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებაც, მაგალითად ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვ. "შემდეგ სვანური მიწები კოლხებს ანუ მეგრელებს დაუპყრიათ (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ.46-47). ჩვენი აზრით, პლინიუსის ცნობის სხვაგვარი განმარტებაც შეიძლება: ამ პერიოდის წყაროებში, არაიშვიათად ერთმანეთს ფარავს ტერმინები: სუანი, სანი, ზანი, სუანოკოლხი, ეგრსვანი. ჩანს სტრაბონისა და პლინიუსის დროს ტერმინი სვანი, იმ რამდენიმე ქართველური ტომის (ეგრისის ნაწილის, დვალეთის, სკვიმნიის, საკუთრივ სვანეთის მოსახლეობის) გამაერთიანებელი კრებსითი სახელია, რომელთაც რომაელები ვერ აკონტროლებდნენ (შდრ. ლაზიკა - რომაელთა გავლენის სფერო). ყურადღების ცენტრში სვანების მოქცევა, ჩანს, განაპირობა კავკასიის უღელტეხილების სტრატეგიულობამ. სვანური ენა გახდა სიტყვების მიმცემი ოსურ-ალანური ენისთვის (მასალისთვის იხ. ვ. აბაევი, 1949, 324-329). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოსურში ზანურ-აფსილური სუბსტრატი გაჩნდა კოდორის ხეობაში ოსების ექსპანსიის დროს (ნ. აფხაზავა, 1998). როგორც ცნობილია, სუბსტრატის არსებობა მიუთითებს დამხვდური და მოხული ეთნოსების ხანგრძლივ ურთიერთობაზე. ვფიქრობთ, შეუძლებელია ოსთა მეტყველებაში ზანური სუბსტრატის წარმოქმნა დავუშვათ კოდორის ხეობაში ალანთა მოკლევადიანი ექსპანსიის პერიოდში. რაც შეეხება ოსურში საკუთრივ სვანური ლექსიკის არსებობას, ჩრდილოკავკასიაში მცხოვრები ოსების მეტყველებაში სვანური და აფსუური ლექსიკა (როგორც ადსტრატული ფენა) შევიდა სვანთა, აფხაზთა და ოსთა მეზობლობის პირობებში. შდრ. თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი: "სვანთა ქვეყანაში ზამთვრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლობარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით: აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე... (დაზიანებული ტექსტი).. თუ არ დებენ იბერებს მსგავს სახელს დასავლეთელებისას, რომელთაც აქვთ ოქროს საბადოები ორივე მხარეს. ეს ადგილი შეიძლება გავიგოთ ორნაირად: 1) ესპანეთის ობერებს ორივე მხარეს აქვთ ოქროს საბადური ან 2) ოქროს საბადოები აქვთ როგორც ესპანეთის იბერებს, ასევე საქართველოს იბერებს" (თ. ყაუხჩიშვილი, 1957, გვ.126; თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.139-144). სვანები სხვა უძველეს წყაროებშიც ჩანან: პრისკე პანიონელი (V ს.) წერს: "დიდი უთახნმოება ჰქონდათ სვანთა ტომთან რომაელებსა და ლაზებს. სვანებმა სასტიკი ბრძოლა გააჩეღეს სემატის (შესაძლოა ლაზების სარდლის) წინააღმდეგ (გეორგიკა, 1961, გვ.261) პროკოპი კესარიელი (VI ს.) წერს: "მარტო ეს ლაზიკე კი არ ჩაიგდეს ხელთ სპარსელებმა, არამედ სვიმნიაცა და სვანიაც და ამრიგად მოხირისიდან იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოეცელათ ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს" (გეორგიკა, 1965, გვ.202). აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) ვრცლად მსჯელობს მისიმიელთა შესახებ. მისი ცნობით, ეს ხალხი კოლხთა მეფის ქვეშევრდომია, მსგავსად აფსილებისა, ოღონდ განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს. ისინი აფსილთა ტომზე უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ოდნავ მათზე აღმოსავლეთით. აგათიას მისიმიელები მიაჩნია კოლხთა და აფსილთა ნათესავად. ს. ყაუხჩიშვილის ლოგიკური ვარაუდით, მისიმიელები/მისიმიანები სვანური ტომია (გეორგიკა, 1936, გვ.86, 161-162, 172, 347-348). ასევე სუანოკოლხებზე (სვანებისა და კოლხების შერევით წარმოქმნილ ტომზე) საუბრობს პტოლემაიოსი (II ს.). სვანების დიდი უმრავლესობა, 80%-ზე მეტი ატარებს ჰაპლოჯგუფს - G2a, უმეტესად სწორედ სვანებიდან გავიდა ეს ჰაპლოჯგუფი მთელ საქართველოში, დომინანტურად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის სუბეთნიკურ ჯგუფში: აფხაზებში, მეგრელებში, იმერლებში, გურულებში, აჭარლებში, რაჭველებსა და ლეჩხუმლებში და ა.შ. და ასევე ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხებში, როგორებიცაა ყაბარდო-ბალყარელები, ყარაჩაელები, ჩერქეზები და ასევე ოსები. ზემოთ ჩამოთვლილ ხალხებში ეს ჰაპლოჯგუფი არის დომინანტური და ეს საქართველოს და დასავლეთ კავკასიას გამოარჩევს დედამიწაზე დღეს არსებული ყველა რეგიონის პოპულაციისგან, ვინაიდან ეს კონკრეტული ჰაპლოჯგუფი ძალიან იშვიათია სხვა რეგიონებში დედამიწაზე და მხოლოდ რამდენიმე რეგიონია კავკასიის გარდა, სადაც ის 15%-ზე მეტ ადამიანს აქვს პოპულაციაში, ეს რეგიონებია: ცენტრალური იტალია, სამხრეთ იტალია და სარდინია, სადაც ამ ჰაპლოჯგუფს ატარებს მამაკაცთა 30%-მდე და დასავლეთ კავკასია, სადაც მამაკაცთა 50%-ზე მეტს აქვს G2a. დედამიწაზე ყველაზე მაღალი პროცენტულობით კი მას ატარებს ორი ხალხი: სვანები და ოსები (დვალების, სვანების და ჩერქეზების გავლენით).
5
|
|