საქართველოს სამეფო (1008-1490) - ნაწილი მეორე 4 სექტემბერი 2022, 22:44:23
AUTO PLAY
ამონარიდი ტელე-რადიო-კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ 2022 წელს შექმნილი პროექტიდან - „საქართველოს ისტორიის გაკვეთილები“. სერიის სახელწოდება: "დავით აღმაშენებელი" საქართველოს სამეფო იყო საქართველოს გაერთიანებული ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება 1008 წლიდან 1490 წლამდე. ქართული სახელმწიფოების ერთიან სამეფოდ გაერთიანება დიდმა ქართველმა მეფემ - ბაგრატ III ბაგრატიონმა მოახერხა. სწორედ ამ პერიოდში და ამ სამეფოში დაიწერა ვეფხისტყაოსანი, ქვეყანამ მიაღწია კულტურულ, სამხედრო, ინფრასტრუქტურულ, სამეურნეო, საწარმოო და საგანმანათლებლო სფეროში უდიდეს განვითარებას, დადგა საქართველოს ოქროს ხანა. ამავე სახელმწიფომ გადაიტანა უამრავი ბრძოლა გარეშე თუ შინაური მტრების წინააღმდეგ და მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგაც კი ძალიან რთულად, მაგრამ მოახერხა წელში გამართულიყო. საქართველოს გაერთიანებული სამეფოს მეფეები: 1. ბაგრატ III ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1008-1014 წლებში. 2. გიორგი I ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში. 3. ბაგრატ IV ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში. 4. გიორგი II ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში. 5. დავით IV ბაგრატიონი (აღმაშენებელი) - საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. 6. დემეტრე I ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1125-1154 წლებში. 7. დავით V ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1154-1155 წლებში. 8. გიორგი III ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1155-1184 წლებში. 9. თამარ ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1184-1213 წლებში. 10. გიორგი-ლაშა IV ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში. 11. რუსუდან ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში. 12. დავით VI ბაგრატიონი (ნარინი) - საქართველოს მეფე 1245-1259 წლებში. 13. დავით VII ბაგრატიონი (ულუ) - დავით ნარინის თანამმართველი 1248-1259 წლებში და ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1259-1270 წლებში. 14. დემეტრე II ბაგრატიონი (თავდადებული) - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. 15. ვახტანგ II ბაგრატიონი - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში. 16. დავით VIII ბაგრატიონი - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1292-1311 წლებში. 1299 წლიდან გიორგი V-ის და ვახტანგ III-ის მეტოქე იყო. 17. გიორგი V ბაგრატიონი (ბრწყინვალე) - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1299-1302 წლებში. დავით VIII-ს წინააღმდეგ მონღოლების მიერ მხარდაჭერილი. 18. ვახტანგ III ბაგრატიონი - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1302-1308 წლებში. 19. გიორგი VI ბაგრატიონი (მცირე) - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1308-1313 წლებში. 20. გიორგი V ბრწყინვალე - მეორედ ადის ტახტზე და მეფობს 1313-1346 წლებში. 1330 წლის შემდეგ კი მან მოახერხა საქართველოს კვლავ სრულად ფაქტობრივი გაერთიანება და არა მხოლოდ ოფიციალური. 21. დავით IX ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1346-1360 წლებში. 22. ბაგრატ V ბაგრატიონი (დიდი) - ერთიანი საქართველოს მეფე 1360-1387 წლებში, ხოლო ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1387-1392 წლებში. მან ამის შემდეგ კვლავ შეძლო სამეფოს სრული გაერთიანება და კვლავ იმეფა როგორც ერთიანი საქართველოს მეფემ 1392-1393 წლებში. 23. გიორგი VII ბაგრატიონი - ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1396 წლებში. ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი 1396-1407 წლებში. 24. კონსტანტინე I ბაგრატიონი - ფაქტობრივად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი 1407-1412 წლებში. 25. ალექსანდრე I ბაგრატიონი (დიდი) - ერთიანი საქართველოს მეფე 1412-1442 წლებში. 26. ვახტანგ IV ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1442-1446 წლებში. 27. გიორგი VIII ბაგრატიონი - საქართველოს მეფე 1446-1465 წლებში.
19
|
1099.00
k
1499.00
k
|