ავტოკატასტროფის კადრები თურქეთში,რომელსაც 19 ადამიანი ემსხვერპლა,. 21 აგვისტო 2022, 16:42:31
AUTO PLAY
თურქეთში, მარდინის პროვინციის ქალაქ დერიქში 20 აგვისტოს საღამოს მომხდარ ავტოავარიას, ბოლო ცნობებით, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი — დაშავდა. ესაა შაბათს მომხდარი მეორე ავტოკატასტროფა თურქეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მრავალი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა. 20 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, კიდევ ერთი ავარია გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა. როგორც თურქული სააგენტო „დეილი საბაჰი“ წერს, თავდაპირველად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.იმ დროს როცა მაშველები და სამედიცინო პერსონალი ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდა, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, შემდეგ სახანძროსას, ბოლოს საინფორმაციო სააგენტო Ihlas News Agency (IHA)-ის მანქანას და ამობრუნდა. ავტოავარიის დროს დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 სასწრაფო დახმარების თანანმშრომელი, ორი ჟურნალისტი და ავტობუსში მყოფი 7 მგზავრი.
55
|
|