ბრაინ კოქსი სამყაროს შესახებ 31 ივლისი 2022, 01:00:38
AUTO PLAY
"ჩვენ ვამბობთ, რომ სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ დაიწყო იმიტომ რომ შეგვიძლია გამოვთვალოთ ეს იმ სიჩქარეზე დაყრდნობით, რითაც გვშორდება გალაქტიკები. ეს საკმაოდ მარტივი გასაზომია მას მერე, რაც იცი სამყაროს გაფართოების სიჩქარე. ამგვარად ვამბობთ, რომ სამყარო იმ დროს დაიწყო, როცა ყოველივე ეს მატერია ერთ წერტილში იყო კონცენტრირებული 13.8 მილიარდი წლის წინ, მაგრამ სინამდვილეში რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ სამყარო ძალიან ცხელი და მკვრივი იყო იმ დროს. ჩვენ გვაქვს თეორია, რომ სამყარო ამ მდგომარეობამდეც არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ სამყარო ყოველთვის არსებობდა, უსასრულოდ დიდი ხნის განმავლობაში. ეს კიდევ უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე ის რომ მას ოდესმე დასაწყისი ჰქონდა. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლოა ჩვენ საქმე გვაქვს ციკლურ სამყაროსთან. რომ დიდი აფეთქება არის მოვლენა, რომელიც ხდება ხოლმე მაშინ, როცა სამყარო ძალიან ცხელი და მკვრივი ხდება და ეს მომავალში კიდევ შეიძლება მოხდეს." - პროფესორი ბრაიან კოქსი
14
|
|