უმძიმესი დანაშაული თბილისში - ბიძაშვილმა ბიძაშვილის მკვლელობა ფულის გამო დაუკვეთა 3 ივლისი 2022, 15:57:27
AUTO PLAY
უმძიმესი დანაშაული თბილისში - "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" 17 ივნისს, გლდანულაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამაოგნებელი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ 29 წლის, კახა მახარაძის სადისტურ მკვლელობას ოჯახის წევრებმა საკუთარი თვალით კორპუსის მეექვსე სართულიდან უყურეს. ახალგაზრდა კაცს 10-მდე ტყვია ესროლეს. 29 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე კი პოლიციამ რამდენიმე საათში 4 პირი დააკავა. მალევე გაირკვა, რომ ახლო ნათესავის მკვლელობა ბიძაშვილმა შეუკვეთა. "შაბათის ეთერის" მირ მოპოვებული საქმის მასალებით დგინდება, რომ დაპირისპირების მოტივი ფულია. ირკვევა, რომ ემიგრაციაში მყოფი ბებია ოჯახში ფულს აგზავნიდა, რომელიც დაიკარგა, რაც შეკვეთილი მკვლელობის მოტივი გახდა. გამოძიება საქმეზე ერთი წლის წინ დაიწყო, მაშინ პოლიციამ მოკლული კახა მახარაძეც გამოკითხა თუმცა ის ბებიის სახლის ქურდობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. პოლიციამ საქმე ვერ გამოიძია, ამიტომ თანხის დაბრუნება და საქმის გახსნა, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე მახარაძის ბიძაშვილმა აიღო და გლდანულაში 17 ივნისს შეიარაღებულ მეგობრებთან ერთად მივიდა. საქმის გასარჩევად კახა მახარაძესთან ბიძაშვილმა დავით მინასოვი და შალვა ჭამიშვილი გაუშვა. თავად კი მძღოლთან ერთად მანქანაში დარჩა და შეიარაღებულ დაპიპრიებას რამდნმე მეტრიდან აკვირდებოდა.
49
|
|