ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისში – ნაცემია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 4 ივნისი 2022, 19:07:00
AUTO PLAY
ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში, ნაცემია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. თავდასხმა აღმაშენებელის გამზირზე მდებარე საშაურმეში მოხდაა. პირველებმა მოიპოვა სათვალთვალო კამერების ექსკლუზიური ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ჯგუფურ თავდასხმაში ათზე მეტი პირი მონაწილეობდა. მარჯანიშვილის პოლიციის სამმართველოში მთელი ღამის განმავლობაში გამოკითვების სერია მიმდინარეობდა. ნაცემი მამაკაცის მეუღლე, პირველებთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულებს პოლიციელები მფარველობენ და მათი მხრიდან მუქარაზე საუბრობს: 4 კაცი მოვიდა და გვიყურებდნენ აშკარად და როცა ვუთხარი ჩემს მეუღლეს, რომ მგონი შენთან არიან-თქო, შოკში ჩავარდა. რატოო, ვერ მიხვდა. შემდეგ, ცოტა ხანში მოვიდა ეს ბიჭი, შავი წვერი ჰქონდა და უთხრა, შენ ხარ ედმონიო? ამან უპასუხა, რომ კიო,მე ვარო და ეგრევე დაარტყა. ყველა ერთად ურტყამდა. 70 წლის არის მისი მამა და იმანაც ჩაარტყა. კამერებში ყველაფერი ჩანს. ანუ, ეს ბიჭი ვინც არის, ზურა, ამას პოლიციაში ჰყავს ვიღაცები, შიგნით იმ ეზოში ვინც ცხოვრობს, ყველა პოლიციელია. ემუქრებოდნენ, თუ პოლიციაში დარეკავ, მაშინ ჩვენ ავდგებით და აქ არ გამუშავებთო“ – აცხადებს დაზარალებულის მეუღლე. ადვოკატის თმით დაკავებულების უკვე იდენტიფიცირებულები არიან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გოგონამ მისცა დეტალური ჩვენება. პიროვნებები არის იდენტიფიცირებულები. კიდევ უნდა გამოიკითოს ორი პირი. საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია“.- ამბობს ადვოკატი. დაკითხვების სერია მარჯანიშვილის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათში განახლდება.
26
|
1099.00
k
1499.00
k
|