ნუგზარ რუხაძის ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან 2 აპრილი 2022, 22:04:35
AUTO PLAY
როცა 1991 წელს, ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მე ტელე-რეპორტიორად ვმუშაობდი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, NBC-ის ქსელში. ტელევიზიას ერქვა WXIA-TV Atlanta, Georgia. მოხდა ისე, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან გასაუბრება მოვახერხე ორჯერ, ორივეჯერ პრდაპირ ეთერში, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი ტელევიზიის, 11-Alive-ის ადმინისტრაცია. მაშინ არ იყო სათანამგზავრო კავშირი ისე განვითარებული როგორც ახლა, თუმცა, არხმა არც ფული დაზოგა და არც ძალები, რომ ეს სატელევიზიო კავშირი განხორციელებულიყო. პრეზიდენტი თავისი სამუშაო ოთახიდან მელაპარაკება. მერე მითხრეს, დამსწრე ჟურნალისტებით ყოფილა სავსე იქაურობა. მახსოვს, გადაცემებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, იღბლად, ის ფირი შემონახული მქონია. მინდა გაგიზიაროთ ის ისტორიული ინტერვიუ ზვიადთან, თარგმანი ტიტრებადაა დართული და, რაც მთავარია, არც ყავლი ჰქონია გასული მაინცდამაინც. იმის მერე, აღარც კი მინახავს. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს ერთობ ემოციური მოგონებაა.
28
|
1099.00
k
1499.00
k
|