გეხვეწებით, სახეები დამალეთ სანამ ჩამოხვალთ. "ფეისბუქზე" რომ სურათი დადოთ, მაგისთვის არ ჩამოხვიდეთ. 1 მარტი 2022, 17:24:27
AUTO PLAY
"ვიცი, რომ ბევრი მოდიხართ საქართველოდან უკრაინაში, მაგრამ ჩემი თხოვნაა, ტაშ-ფანდურით გამოცილებას, ტელევიზიით დაფიქსირებას, სად მოდიხართ, როგორ მოდიხართ, თავი დაანებეთ, რა. დამიჯერეთ, სათამაშოდ არ მოდიხართ, არც კომპიუტერულ ომებს არ ნახავთ აქ, აქ ნამდვილ ომს ნახავთ. "პონტები" და ომები ერთმანეთისგან განასხვავეთ. ამასთან, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე შემოხვალთ, ყველაზე უსაფრთხოა მატარებელი, ჯერჯერობით. მანქანებით არც ისე ადვილია. ასე რომ, შეეგუეთ იმას, რომ ომში მოდიხართ. გეხვეწებით, სახეები დამალეთ სანამ ჩამოხვალთ. "ფეისბუქზე" რომ სურათი დადოთ, მაგისთვის არ ჩამოხვიდეთ. აქ რომ მოხვალთ, წუწუნი არ დაიწყოთ. 3 დღის განმავლობაში ზუსტად ორსაათნახევარი მეძინა. დაუბანელიც ვარ, ჭუჭყიანიც და მშიერიც. ამიტომ შეეგუეთ ამ ყველაფერს. აქ მოდიხართ საომრად. ნუ პიარობთ წინასწარ არ დადოთ არანაირი ფოტოები, რომ მე მივდივარ იქ, არსად არაფერი დაწეროთ სად უნდა შეუერთდეთ, სად გადაადგილდებით და ა.შ.. დღეს ბელორუსიდან შემოსული ჯარისკაცები ჩაერთნენ. ყოველ წუთს და ყოველ წამს იცვლება სიტუაცია. სადაც არ ველოდებოდით, იქ გამოჩნდნენ მტრები",-(ვანო ნადირაძე)
12
|
1099.00
k
1499.00
k
|