ვაზიანის დასახლებაში მამაკაცმა ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა,შემდეგ კი თავი მოიკლა 15 დეკემბერი 2021, 21:03:58
AUTO PLAY
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. "კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს და სიდედრს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა. მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახი არაკონფლიქტური იყო და მათთვის გაურკვეველია, რატომ ჩაიდინა მამაკაცმა დანაშაული. მათივე თქმით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი შვილი სკოლიდან დაბრუნდა, სახლის კარი დაკეტილი დახვდა და დასახმარებლად ბიძას დაურეკა, რის შემდეგაც, ბინის კარი უკვე ძალის გამოყენებით შეამტვრიეს და სახლში სამი გარდაცვლილი დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ სიდედრი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველები აგრძელებენ შემთხვევის ადგილზე მუშაობას. სამი გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.
25
|
1099.00
k
1499.00
k
|