კახეთში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა - ვიდეო 25 ოქტომბერი 2021, 18:46:03
AUTO PLAY
გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო. სააგენტო ოფიციალურად გახსნეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა. შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მიუსაფარ ცხოველთა მართვის რეგიონულ სააგენტოში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობით მოხდება გამოძახება ცხოველთა გადასაყვანად. სტერილიზაციის გარდა, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის სააგენტოს ფუნქციებში შევა - ცხოველის პატრონის დადგენა ან ახლის მოძიება. ასევე, ცხოველთა ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმოება. კახეთის რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას და მათი რიცხვი რეგიონში 10 ათასზე მეტია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა კახეთის სააგენტოს აშენება 2 მილიონ ლარამდე დაჯდა.
5
|
|