საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის სავარაუდო მკვლელი ცნობილია 24 აგვისტო 2021, 18:55:19
AUTO PLAY
საბერძნეთში მოკლული ემიგრანტი ქართველი ქალის სავარაუდო მკვლელი ასევე საქართველოს მოქალაქე, 55 წლის გელა უმიკიშვილია. ის საბერძნეთის პოლიციამ ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. 55 წლის ემიგრანტი ქალი საბერძნეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ოჯახის დამხმარედ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მკვლელთან წლების განმავლობაში მეგობრობდა. შემთხვევა სალონიკში მოხდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. "კურიერი" ესაუბრა ემიგრანტ ინგა ყაველაშვილს, რომელიც ყვება, რომ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს. "მეზობლებს ესმოდათ ქალის ყვირილის ხმა, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, რომ არ მოეკლა ის. დანითაა მოკლული. სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი დარტყმის კვალი. მამაკაცი არის საქართველოს მოქალაქე. არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს თუ როგორ გამოვიდა მამაკაცი ბინიდან სისხლიანი ხელებით,"-აცხადებს ინგა ყაველაშვილი.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|