შემზარავი დანაშაული-მამა მცირეწლოვან შვილებზე სექსუალურად ძალადობდა 3 ივლისი 2021, 10:33:11
AUTO PLAY
შვილებზე სექსუალური ძალადობისთვის 40 წლამდე მამაკაცს 17 წელი მიუსაჯეს. ირკვევა, რომ კაცი 5 და 7 წლის ბავშვებზე ორი თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, ამას კი მესამე - 3 წლის ბავშვი უყურებდა. არასრულწლოვნები მამასთან სისტემატურად არ ცხოვრობდნენ, მშობლისგან წამოსულებს კი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. ბავშვებმა სექსუალური ძალადობის შესახებ დედას და დეიდას უამბეს. ყოფილი ქმრისგან შემზარავი ქმედებები ბავშვების დედამ არ დაიჯერა და მოძალადეს შვილებთან დარჩენის უფლებას ისევ აძლევდა. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა დეიდა, რომელსაც მოძალადე სიკვდილით ემუქრებოდა. მამაკაცი თებერვალში დააკავეს, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სოციალურმა სამსახურმა ასობით კილომეტრის მოშორებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. 40 წლამდე მამაკაცმა დახურულ სასამართლო განხილვებზე წარდგენილი ბრალი აღიარა. შემზარავი დანაშაულის მოტივად არაფხიზელ მდგომარეობას ასახელებდა.
3
|
|