Georgian dark Metal - Baadur - The Way to the Zeskneli (Georgian Valhalla) 15 ივნისი 2021, 23:17:01
AUTO PLAY
Lyrics (in Georgian): ღამის წყვდიადი ჩამოწვა ირგვლივ, ვარსკვლავთ ციმციმი მინათებს გზას, უგუნურთ სისხლით გამთბარი ჩემი ხმალი, მტერთან ბრძოლაში არ იზოგავს თავს. და ვადგავარ მე ზესკნელის გზას... გზას მინათებდა მამა არმაზი, ბრძოლა გავმართე მტერთან ფიცხელი, მაგრამ დავმარცხდი და ახლა ნელ-ნელა, მშობლიურ მიწაზე სისხლისგან ვიცლები. ვიცავდი მე ჩემს სისხლს და ჩემს ღმერთებს, ჩემს ოქროს მზეს და მთვარეს ვერცხლისას, ვინც ჩემს სამშობლოს შეეხებოდა, ვაზიარებდი ხმალსას ცეცხლისას. თეთრი რაში მყავდა თვით გიორგისა, ოქროს ხმალი მეკავა იახსარის ნაქონი, ვერცხლის ფარი მეჭირა პირქუშის ნაჭედი, ვერ მაშინებდნენ ურჩხულ-დრაკონნი. ახლა კი ცისკარი მინათებს ბილიკს, რომელსაც მივყავარ ზესკნელის კარამდე... მამა არმაზი ოქროს ტახტიდან სხივებით, საჭურჭლედ მაძლევს ზეციურ ხმალს, რათა შევმუსრო მტერი ყოველი, და ვაზიარო ქვესკნელის ალს! და ნათელია ჩემი გზა ზესკნელის კარამდე!
56
|
|
1462 წელს მან 20,000 ოსმალო დამპყრობელი ძელზე გასვა!
1462 წელს უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე მათიაშ კორვინს, რომელსაც ერთ დროს დახმარებისათვის მიმართა, ვლადმა დეტალური ანგარიში ჩააბარა:
,,იქ, სადაც დუნაი ზღვას უერთდება, ნოვოსელოს, სამოვიტისა და გიგენის მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები დავხოცე. ჩვენ 23 884 თურქი და ბულგარელი მოვკალით.
ამას აღარ მივათვალეთ ისინი, რომლებიც საკუთარ სახლებში ცოცხლად ამოვწვით, ან ისინი, ვისაც ჩვენმა მეომრებმა თავი არ მოჰკვეთეს".
წყარო: ,,უდიდესი საიდუმლოებანი" გამ. ,,პალიტრა L" 2019 წ.
1462 წელს მან 40,000 ოსმალო დამპყრობელი ძელზე გასვა!