მაპატიე მეუფეო შენს გვერდით რომ არ ვარ- ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღმზრდელი მზეონა გოცაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს 6 ივნისი 2021, 11:11:03
AUTO PLAY
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ყოფილი აღმზრდელი მზეონა გოცაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ბავშვთა სახლის ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმაურება. ემიგრაციაში მყოფი ქართველი, პანსიონატში მისი მუშაობის პერიოდს იხსენებს. „მე ვარ მზეონა გოცაძე, ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი ამ ვიდეოს გამოქვეყნებაზე. მეუფე სპირიდონთან ვმუშაობდი 24 წელი, ყველაფერს ვხედავდი რასაც აკეთებდა. თუ სადმე გაჭირვებული არსებობდა, ყველა იქ მასთან მოდიოდა დასახმარებლად. ეს უბრალოდ ხილულად ჩანდა პანსიონატი, რომ ბავშვებს ეხმარებოდა, თორემ არ არსებობდა გაჭირვებული ადამიანი იქ არ მოსულიყო და მეუფე არ დახმარებოდა. 24 წელი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით იქ, მეუფის სიყვარულმა, ჩვენ გვასწავლა ეკლესიის სიყვარული, ღმერთის სიყვარული, მისაბაძი იყო ყველანაირად და დაუღალავად ფიქრობდა სხვაზე მე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ვამბობდით, რომ ის იყო ადამიანი წმინდანი დედამიწაზე. მონაზვნებივით ვცხოვრობდით და მე მინდა, რომ ჩემი თავი ვამხილო, მე ვუღალატე მას და წამოვედი საზღვარგარეთ, ვერ გავუძელი ხალხისგან მისადმი დაუფასებლობას და უმადურობას. არც მეუფე ითხოვს, რომ გამოქვეყნდეს მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, რაც კეთდებოდა, რასაც ვაკეთებდით, ჩვენ არ ვამბობდით ამას, ჩვენ არ გვქონდა ამის უფლება, რომ ვიღაცას ტაში დაეკვრა ამ ყველაფრის გამო მისთვის. ემიგრანტი გავხდი ტელევიზიების წყალობით, დამატოვებინეთ ქვეყანა და რატომ?! - ჩვენ გვინდოდა, რომ მიგვებაძა მეუფესთვის, მეც და ჩემს მეგობრებსაც ვინც იქ თანამშრომლები ვიმყოფებოდით, მე პირადად ვერ გავუძელი შემოტევებს. იმის მაგივრად, რომ ვიღაცას დაენახა და გაეშუქნებინათ კარგი საქმეები ხდება, პირიქით შემოავრდებოდნენ. ეს მრავალი წელია ხდება, ტელევიზიები შემოვარდებოდნენ გაგვლანძღავდნენ,გაგვასწორებდნენ მიწასთან - რისი გულისთვის, რომ შრომაში ვიყავით და სხვას ვეხმარებოდით? ამის გულისთვის?! არ ვიცი რა ვთქვა, ჩემს სამშობლოს მოწვეტილი ვარ, საქართველოში აღარ მინდოდა ყოფნა, გამოქცევა მინოდოდა. მეუფის დამალულად წამოვედი, იმდენს ნუ გააკეთებენ, რომ საერთოდ აღარ ჩამოვიდე, მაპატიეთ მეუფეო, რომ თქვენს გვერდში არ ვარ”, – ამბობს ყოფილი აღმზრდელი.
9
|
|