მოტყუებული მეზღაურები-დამსაქმებელმა" მეზღვაურებს ფული გამოართვა და გაუჩინარდა 21 მაისი 2021, 09:35:26
AUTO PLAY
აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მეზღვაურების ოჯახის წევრები არიან შეკრებილები. ისინი ქართველ და თურქ მოქალაქეებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 80-მდე ახალგაზრდამ ბათუმში ერთ-ერთ ოფისს დასაქმებისთვის მიმართა, მათ გემზე წასვლა უნდოდათ. ოფისის ორმა თანამშრომელმა კი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებმა მათ 500-დან 800 დოლარამდე თანხა გამოართვეს და გემზე დასაქმებას დაპირდნენ. ახალგაზრდებს, კოვიდტესტებიც გააკეთებინეს. დღეს კი მეზღვაურები სარფში წავიდნენ, სადაც დამსაქმებლები უნდა დახვედროდათ, თუმცა მათ ტელეფონები გამორთეს და დაკავშირება შეუძლებელი გახდა. მეზღვაურების მშობლები აჭარის პოლიციის სამმართველოსთან არიან შეკრებილები და თაღლითების დასჯასა და თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
2
|
|