მკვლელო, ხატის ქურდო..." - სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 22 აპრილი 2021, 18:22:09
AUTO PLAY
ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაპირისპირებაა. მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და სასულიერო პირები ე.წ ამბოხებულებს დაუპირისპირდნენ. სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სასულიერო პირების ნაწილმა მეორე ნაწილს ეკლესია დაატოვებინა. ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოშიც. ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა. დაპირისპირება დაიწყო მაშინ როდესაც ადგილზე გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც აცხადებდნენ რომ ადგილზე მიტროპოლიტ სტეფანეს დავალებით იყვნენ მისული. ტაძარში მყოფი სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ ადგილზე მისული მრევლი მათ ეპარქიას არ ეკუთვნოდა და ისინი სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები.
17
|
1099.00
k
1499.00
k
|