მამალაძის მტკიცებით,მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციის მიზნით ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავდა 11 მარტი 2021, 13:19:32
AUTO PLAY
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ, - ამის შესახებ ლევან მამალაძე აცხადებს. „ინფორმაცია მაქვს უკრაინული წყაროდან. „სბუს“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც მე ვიცნობ და მათ აქვთ ჩემთან კონტაქტი. მათ აქვთ ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ იცოდნენ მე სადაც ვიყავი, გამოვიდნენ კონტაქტზე. მე ვნახე და მოვისმინე ეს მასალა. ეს მასალა შედგება ორი ნაწილისგან, არის სატელეფონო საუბარი და ვიდეოჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ტელეფონით საუბრობს. ადეიშვილთან საუბრობს და საუბარია ჟურნალისტების მოკვლაზე, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, აგინებს ოპოზიციას, რომ ვერ მოახდინეს რევოლუციური ფონის შექმნა და ამბობს რომ, ყველაფერი მისის, სააკაშვილის გასაკეთებელია. განიხილავენ ფინანსურ საკითხებს და ვინ უდნა შეასრულოს მკვლელობა. საუბარია ნოდარ მელაძეზე და თამარ ჩიხლაძეზე. მე არც ამ ხელისუფლებისგან მიმიღია რამე და სააკაშვილმა რა რეპრესიებიც მომიწყო, ყველასთვის ცნობილია. არანაირი პოლიტიკური ამბიციები მე არ მაწუხებს. ერთადერთი კაცი ვარ ვის მიმართაც სამართალი არ განახორციელა არცერთმა, არც ამ ხელისუფლებამ“, - ამბობს „ქრონიკასთან“ მამალაძე.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|