ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა 8 მარტი 2021, 18:36:08
AUTO PLAY
ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. შენობის მეორე სართულიდან ისინი მოაჯირის დაზიანების შემდეგ გადაცვივდნენ. როგორც "TV პირველი" ჟურნალისტი, პაპუნა შუშანია ჰყვება, მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები. "TV პირველის" მთავრი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე "ფეისბუკზე" წერს, რომ მათი გადამღები ჯგუფის წევრების, ოპერატორისა და ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა. ამ დროს მეუფე პეტრეს მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ 2 სასულიერო პირისთვის მსახურების უფლების შეწყვეტას. მათი ნაწილი, ჟურნალისტების მსგავსად, ეპარქიის მეორე სართულზე იყვნენ.
10
|
|