თემურ წიკლაური და ჭოპორტის პომიდვრის გამყიდველი გლეხი 9 თებერვალი 2021, 00:53:40
AUTO PLAY
ეს ამბავი 2014 წელს მოხდა, დუშეთიდან მოვდიოდით, გზაში სოფელ ჭოპორტში გავაჩერეთ, თემომ - პომიდორს ვიყიდი და სახლში წავიღებო, მანამდე კი გლეხკაცზე და მის ცხოვრებაზე ვსაუბრობდით მთელი გზა , როცა დუშეთიდან ჭოპორტამდე ველ-მინდვრებს ვუყურებდით სოფელში, ეს კაცი დავინახეთ, თავის სახლის წინ იდგა და ერთი ვედრო პომიდორი დაედგა გასაყიდად, გავჩერდით და დანარჩენს ვიდეოზეც ნახავთ... მაგრამ მთავარი იცით ამ ვიდეოში რა არის? ის, რომ თემომ გლეხს ორჯერ იმაზე მეტი თანხა მიაწოდა, რაც ამ კაცმა გვითხრა... თუმცა გლეხკაცს ეს არც შეუმჩნევია, გულში იმასაც არ გაივლებდა, რომ ნაკლული თანხა იქნებოდა, არც იმას, რომ შესაძლოა ხურდა დასჭირვებოდა.... ეს, ისტორია არასოდეს არავისთვის და არსად მოგვიყოლია... * ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ * ოპერატიულობა * ხარისხი * მიზნობრივი აუდიტორია * დაგვიკავშირდით 5-99-57-66-22 * https://www.facebook.com/stars.ge
241
|
1099.00
k
1499.00
k
|