პირველი 1, 66 წმ-იანი ფილმი "სცენა რაუნდხეის ბაღში". 10 იანვარი 2021, 02:52:39
AUTO PLAY
ძმები ლუმერები ითვლებიან კინოს გამომგონებლებად, რადგან მათი ფილმების ჩვენება პარიზის ბულვარში, "გრან-კაფეს" სარდაფში 1895 წელს პირველი კომერციული წარმატების მომტანი გახდა. თუმცა მათ მიერ შექმნილი "სინემატოგრაფი" არ იყო პირველი კინოგადამღები აპარატი. ჯერ კიდევ 7 წლით ადრე ლუი ლეპრენსმა კინოკამერაზე გადაიღო 1, 66 წამიანი ფილმი "სცენა რაუნდხეის ბაღში", მაგრამ ვერ მიიღო პატენტი, რადგან ლეპრენსი მოულოდნელად გაქრა. პატენტის აღება მოახერხა უილიამს ფრის-გრინმა, მაგრამ შემდეგში ის ანულირებული იქნა გამომგონებლის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. ედისონის ლაბორატორიაში 1891 წელს შეიქმნა "კინემატოგრაფი", რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით გამართული იყო, მაგრამ ფილმის დემონსტრირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი მაყურებლისთვის და ისიც სპეციალური ოკულარით, ამიტომ " კინემატოგრაფი" დამარცხდა " სინემატოგრაფთან", რომელიც ფირის პროექცირების საშუალებას ეკრანზე რამდენიმე ადამიანისთვის იძლეოდა.
13
|
|