რატომ გადმოაგდეს გოგონა მოძრავი ტრაილერიდან? 10 ივნისი 2012, 21:34:21
AUTO PLAY
ე.წ. გაჩიანის ხიდთან მოძრავი ტრაილერიდან "ინფო 9"-ის გადამღები ჯგუფის თვალწინ გოგონა გადმოაგდეს. ტრაილერის მძღოლმა სვლა არ შეანელა და გზა განაგრძო. გოგონამ წამოდგომა სცადა, თუმცა ვერ შეძლო და დაეცა. როგორც დაზარალებულისგან შევიტყვეთ, ალკოჰოლური ზემოქმედების გამო მას კარგად არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა ტრაილერში. მისი განცხადებით, მძღოლმა მისი გაუპატიურება სცადა და წინააღმდეგობის გაწევის გამო მანქანიდან ჩამოაგდო."ინფო 9"-ის გადამღებმა ჯგუფმა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ტრაილერის მონაცემები პატრულს გადასცა. პოლიციამ დაკითხა "ინფო 9"-ის ჯგუფი და მიწოდებული ინფორმაციით, წითელ ხიდზე დააკავა მძღოლი, ქემალ ალმაი. მან პოლიციას დაუდასტურა, რომ გოგონა ნამდვილად იჯდა მის ტრაილერში, თუმცა მისი მხრიდან ძალადობა უარყო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ქემალ ალმაის ბრალდებას უყენებდა და, სულ ცოტა, მძღოლის მიერ ადამიანის უმწეო მდგომარეობაში მიტოვების ფაქტი იკვეთებოდა, სამართალდამცავებმა ის გაათავისუფლეს. გარდაბნის რაიონის გაჩიანის უბნის საპატრულო პოლიციაში "ინფო 9"-ს მომხდარის დაუჯერებელი ვერსია მიაწოდეს - თითქოს, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან წავიდა, იგი საპატრულო პოლიციას გზიდან ტელეფონით თავად დაუკავშირდა და ჩაბარდა. უცნაურია, როგორ შეატყობინა პატრულს ეს ყველაფერი მძღოლმა, რომელიც, მშობლიურის გარდა, სხვა ენაზე ვერ საუბრობს. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ მისი დაკავებისას პოლიციას თარჯიმნის გამოიძახება დასჭირდა. და, რაც მთავარია, რატომ დააკავეს ტრაილერის მძღოლი არა შემთხვევის ადგილთან ახლოს, არამედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|