ქალმა ქმრის ქორწილი ჩაშალა, რომელიც საყვარლის ცოლად შერთვას აპირებდა 15 ოქტომბერი 2020, 11:50:43
AUTO PLAY
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი მოატყუა, რომ სხვა ქალაქში მივლინებაში მიდის და საყვარელზე დასაქორწინებლად წავიდა. ამასთან ის თავისი 3 შვილის დედას არ გაეყარა. კანონიერ ცოლს მეზობლები დაეხმარნენ, რომლებმაც ქმრის გეგმის შესახებ უამბეს. ქალი მეზობელ ქალაქში ჩავიდა და საზეიმო ცერემონიას მოუსწრო. მან ქორწილი შეაჩერა, სტუმრები კი დაშლაზე დაიყოლია. აღსანიშნავია, რომ საყვარელმა კაცის ცოლის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მასზე გათხოვება მაინც უნდოდა და ქორწილის ხარჯებიც გადაიხადა. კაცი კი პოლიციამ მრავალცოლიანობის ბრალდებით დააკავა. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
120
|
|