შემზარავი თავდასხმა თბილისში – 24 წლის კაცმა შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა 30 ივნისი 2020, 16:21:44
AUTO PLAY
როგორც ირკვევა ბრალდებული შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მასთან შერიგებას ცდილობდა, კატეგორიული უარის გამო კი თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.23 წლის გოგონა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას სხეულის 37 პროცენტი აქვს დაზიანებული. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ბენზინის ბოთლი.გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
31
|
140.00
k
225.00
k
|