ქართველი მოციგურავის ტრიუმფი ხორვატიაში - ყინულზე ცეკვა, რომელმაც წყვილს გრან-პრიზე გამარჯვება მოუტანა 29 სექტემბერი 2019, 20:05:50
AUTO PLAY
ხორვატიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, იუნიორთა შორის ფიგურულ სრიალში გრან-პრი მოიგეს. მათ პირველობა მოკლე პროგრამაშიც არავის დაუთმეს და თავისუფალი პროგრამითაც საუკეთესოდ იასპარეზეს. მოკლე და თავისუფალ პროგრამაში რევიამ და კაზაკოვამ სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მათ ჯამურად 169.22 ქულა აიღეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროა.
144
|
|