ზუგდიდის საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე გაშლილ საბნებზე სძინავთ 26 სექტემბერი 2019, 15:18:42
AUTO PLAY
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც დარჩელის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი ჩანს. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამაშვილმა გადაიღო. მისი თქმით, ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ. ზუგდიდის მერიის ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია კატეგორიულად გამორიცხავს, რომ დარჩელის ბაღში ბავშვებს იატაკზე სძინავთ. „ჩვენ ამ ბაღში საწოლები არ გვაქვს და ისეთი ასაკის ბავშვებია, არ ვაძინებთ საერთოდ. ახალი ბაღის მშენებლობა ოქტომბრიდანაა დაგეგმილი, სადაც 180-ვე ბავშვს გადავიყვანთ. გამორიცხულია, რომ ბავშვები იატაკზე იწვნენ“, - აღნიშნა თოლორაიამ.
42
|
|
ჯერ ახალგაზრდა მოქ-კავშირის მებაირაღე, მერე პარტია შეცვლილი, იქიდან ნაცებში გადამხტარი და ახლა "ევროპულ საქართველოში" გადმომხტარი.
ცირკია ქვეყანა კი არა....